მსახიობი ია ფარულავა ბოლო პერიოდში „ინსტაგრამზე“ უფრო მეტად გააქტიურდა და ახალი ფოტოებს ინტენსიურად აქვეყნებს.
მშვენიერი ქართველი ქალბატონი თავს შესანიშნავად უვლის და მის მიმართ კომპლიმენტებს არავინ იშურებს.
იამ პორტრეტიც გამოაქვეყნა, რომელიც მას დაუხატეს და აჩუქეს. გამომწერები აღფრთოვანებას ვერ მალავენ: „აი ეს მესმის! რა რეალური ნახატია.. მეც ვცადე ადრე თქვენი დახატვა და მივხვდი რომ სჯობს ვწერო“, „ქალი ლეგენდა“. მათ შორის ასეთ უცნაურ კომენტარსაც იხილავდით: „ია ფარულავა სამყაროს იშვიათი მოვლენა ხარ, ცოტა ბოროტი და ვულგარული, მაგრამ გიხდებათ ეს ყველაფერი, ან მოირგეთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ამით უფრო მიმზიდველი ხდებით. მიყვარხართ როგორც პიროვნება“.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა იას ახალ ფოტოს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ჩანს, რომ მსახიობი უმაკიაჟოდაა და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ამ ფოტომ მისი თაყვანისმცემლები ლექსის წერის ხასიათზეც კი მოიყვანა: „შენი მშვენების ტოლი არ გაჩენილა ჯერაც,მუზად მეწვიე ისევ, მეყო მცირედი მზერაც“..
იამ უმაკიაჟო ფოტო ადრეც გამოაქვეყნა.
ფაქტია, რომ მისი გულშემატკივრები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ იას მაკიაჟით და უმაკიაჟოდ ყოფნა ერთნაირად უხდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
ია ფარულავა ტარიელ სუარს შეურიგდა? მსახიობი ახალ ვიდეოს აქვეყნებს