ქალის ჩაცმულობა ის თემაა, რომლის მიმართ განსხვავებული მოსაზრება ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.
ვისთვის როგორი ქალია მიმზიდველი. გემოვნებაზე სწორედაც რომ ყველაზე მეტს დავობენ.
თამო ვაშალომიძის გამომწერები იმდენად მიეჩვივნენ მოდელის ნახევრად შიშველი ფოტოების ყურებას, რომ როგორც ჩანს, მის მიერ გამოქვეყნებული სხვაგვარი ფოტოები გაუკვირდათ.
აი, რას წერენ ისინი: „ჩაცმული ვერ გიცანი“, „ჩაცმული ბევრად ლამაზი ხარ“, „ჩაცმა მართლა როგორ გიხდება, ეგრე რაა“, „ეგ მინდოდა მეთქვა, უფრო საინტერესოა“.
ეს უცნაური კომპლიმენტების ნუსხაა, თუმცა გამომწერების აზრი აშკარაა. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქალს თუ საინტერესოდ აცვია და ნაკლებადაა მოშიშვლებული, უფრო მიმზიდველია.
ჯანსაღი კრიტიკა ზოგჯერ გამაღიზიანებელიც კი არაა, თუმცა, კრიტიკოსებს შორის მამაკაცებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ის არც გახდილი მოსწონთ და არც ჩაცმული. ისინი ზოგჯერ უწმაწური კომენტარებით და დამამცირებელი მიმართვებით გამოდიან.
როგორც ჩანს, მოდელს ამ ყველაფერზე უკვე რეაქცია აღარ აქვს, რადგან ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. მაგრამ ფაქტია, რომ პირად პოსტზე შეჭრა, ქალის საჯაროდ ლანძღვა და მისთვის საშინელი სიტყვების წოდება გაუმართლებელი საქციელია.
მოცემულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კოკო შანელის სიტყვები გამახსენდა: "ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული"...