ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ცოტა ხნის წინ დააანონსა ბაფთების ახალი კოლექცია, თუმცა, როგორც ჩანს, დიზაინერი, პარალელურად სამუშაო განწყობისა და გარემოსი, მაინც ახერხებს აქტიურად დასვენებას და ოჯახის გარემოცვაში ყოფნას.
დიზაინერი ამჟამად ლონდონში იმყოფება და როგორც მისი ფოტოს წარწერიდან ირკვევა, პირველად მოუწია ვიზიტი ამ ქალაქში: „პირველად ვსტუმრობ ლონდონს. მირჩიეთ საინტერესო და აუცილებლად სანახავი ადგილები“.
ანუკი გამოირჩევა გემოვნებიანი და დახვეწილი ჩაცმის სტილით, რასაც მოწმობს პირად გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც.
აქვე წააწყდებით ერთ ფოტოსაც, რომელშიც ახალგაზრდა დიზაინერი იღიმის, ხოლო სურათს აწერია: „თუ შენიშნეთ, ფოტოებში ძალიან იშვიათად ვიღიმი“. მიუხედავად ამისა, ფოტომ ძალიან ბევრი ფოლოვერის სიმპათიები დაიმსახურა და დადებითი კომენტარებიც არ დაიშურეს მისი მისამართით.
„მარაო“ გიზიარებთ ახალგაზრდა დიზაინერის ლონდონური ცხოვრების სტილს.
წყარო: Instagram