სულ უფრო ცოტა დრო რჩება "სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონის პირველი სერიის გამოსვლამდე და სერიალის თრეილერიც უკვე სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის თემა გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
"სამეფო კარის თამაშების" ფინალურ, მერვე სეზონში, ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა იქნება. როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, ამ ეპიზოდის გადაღებები 55 დღე გრძელდებოდა.
14 აპრილს დაანონსებულია „სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონის პირველი სერია, რომელსაც მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელის.