მენსტრუალური ციკლი მოქმედებს არა მარტო განწყობაზე, არამეს სახის კანზეც,
ამიტომ საჭიროა ორგანიზმის ცვლილებების შესწავლა იმისათვის, რომ სწორად მოვუაროთ კანს ამ პერიოდში.
გამონაყარის პერიოდი (კრიტიკული დღეები და 4-5 დღე ციკლამდე)
- ციკლის დაწყების პერიოდში ან მანამდე რამდენიმე დღით ადრე კანზე გამონაყარი ჩნდება. ასეთ დროს აუცილებელია სახის გამშრალება რაც შეიძლება ფაქიზად და უნდა მოერიდოთ მავნე საკვებს. ძილის წინ სახეზე დაიტანეთ სალიცილის მჟავის გამწმენდი საშუალება; 2-3 კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ექსფოლიანტები იმისათვის, რომ გააქროთ სახეზე არსებული მკვდარი უჯრედები და დაუბრუნოთ კანს ბრწყინვალება. სასარგებლოა აგრეთვე გამწმენდი ნიღბების პროცედურების ჩატარება.
სიმშრალის პერიოდი (6-13 დღე)
- კრიტიკული დღეების დასრულების შემდეგ კანი უფრო გამომშრალი ხდება, ამისათვის კი აუცილებელია მისი დატენიანება. დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი და მიიღეთ სასარგებლო ცხიმები, მაგალითად: ცხიმიანი თევზი, მზესუმზირა და ავოკადო. შეარჩიეთ მსუბუქი დამატენიანებელი საცხი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. სასარგებლო ინგრედიენტები ამ პერიოდში არის: მწვანე ჩაი, ალოე, C ვიტამინი. გაიკეთეთ დამატენიანებელი ნიღაბი.
სიჯანსაღის პერიოდი (14-25 დღე)
- ყველაზე კარგი პერიოდი თქვენი სახის კანისთვის ეს დროა. თავის მოვლის საშუალებებში შემავალ სასარგებლო თვისებებს სწორედ ამ პერიოდში ითვისებს კანი საკმაოდ კარგად. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, კარგად გამოძინება და საკუთარი თავისთვის მეტი დროის გამოყოფა. მნიშვნელოვანია 1-2 დღეში ერთხელ ექსფოლიანტების, სკრაბის და ანტიასაკობრივი ნიღბების გამოყენება.
წყარო:goodhouse