დიზაინერ ანუკი არეშიძეს ამ ეტაპზე "ინსტაგრამზე" უკვე 316k მიმდევარი ჰყავს.
ანუკის გამორჩეული სტილის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება ხოლმე. ის ხშირად იმყოფება მილანში-შესაბამისად ცდილობს, რომ იქაურ იერს ჩაცმულობითაც მოერგოს და სხვადასხვა ჩვენებებს ესწრება. მისთვის მნიშვნელოვანია დეტალები და სილამაზეს ზოგჯერ სწორედ მინიმალიზმში პოულობს.
დიზაინერის ახალ ფოტოებს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა: "შორიდან მაინც შემათვალიერებინა შენი გარდერობი",
"სტილის დედა ხარ", "მოდაში არ ჯდება შარვალში ჩატანებული კოსტიუმი", "მოკლედ, შემოვალ ინსტაგრამზე და პირველი რასაც ვაკეთებ ანუკის პოსტებს გადავხედავ. გავადიდებ, დეტალებს ვათვალიერებ, დავტკბები ამ გოგოს სილამაზით, გემოვნებით, სითბოს რომ აფრქვევს და ასხივებს ამ ყველაფრით და გადავდივარ შემდეგზე. გულში მიყვარხარ".
როგორც ხედავთ ერთ-ერთ ფოტოზე ახლებურ სამოსშია, რომელშიც პასტელის ტონები ჭარბობს. ამ ლუქმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ეს ქალაქი ყოველთვის ჩემს გულშია- სწორედ ასეთი წარწერა გაუკეთა მილანში გადაღებულ ფოტოს ანუკიმ.
ბევრი აღნიშნავს იმას, რომ მისი ჩაცმულობა 70-იანი წლების მოდის ახლებური პასუხია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიზაინერი ძალიან კონტაქტურია. მისი გულშემატკივარი გოგონები ხშირად უკომენტარებენ, რომ მათთვის მისაბაძია, რაზეც ანუკის მუდმივად აქვს პასუხი.
რამდენიმე გამომწერმა აღნიშნა, რომ გალიფეს მსგავს შარვლებზე მეტად ანუკის გამოყვანილი სამოსი უხდება.