ვერჯილა აბლოს მუდამ პლაგიატში ადანაშაულებენ,
ხოლო „Gucci“-ს, ალესანდრო მიკელეს ხელმძღვანელობით - რასიზმში. ჩვენ მოვაგროვეთ 5 ყველაზე სკანდალური და განხილვადი დიზაინერები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი მიმდინარე წელს.
ედი სლიმანი - Celine
საკულტო ნივთები: ტყავის მინი-კაბები, მამაკაცის ზამშის „ჩელსი“ ბოტები, შავი ტყავის ჯინსები - „სქინი“
- გასული წლის შემოდგომაზე კრეატიულმა დირექტორმა სენ ლორენმა, მოდის სახლ „Celine“-ში ფიბი ფილო ჩაანაცვლა. ეს ფაქტი არავის გახარებია, ვინაიდან „Celine“ ფიბის სტილში, ითვალისწინებდა ოვერსაიზ ჯემპრებს და ქაშმირის კაბებს, ხოლო ედი სლიმანი ყოველთვის გამოირჩეოდა გრანჟის, მინიმალიზმისა და სუპერ გამხდარ გოგოებზე მიკრო კაბებისადმი სიყვარულით, თუმცა დრო გადის და ედი უკვე მესამე კოლექციას უშვებს ბრენდისთვის, ხოლო ყველაზე ბრაზიანი კრიტიკოსები კი თითქოს ნაკლებად კრიტიკულები გახდნენ მის მიმართ.
დემნა გვასალია - Vetements, Balenciaga
საკულტო ნივთები: ჰუდი „ტიტანიკი“, მაისური DHL-ის ემბლემით, ჰუდი „ზემფირა“
- დემნა გვასალია - ქართველი, რომელმაც მოდის სამყარო თავდაყირა დააყენა და აბსურდული ნივთების კოლოსალურ თანხებად გაყიდვა დაიწყო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მისი ბრენდის ტანსაცმელს არაერთი ცნობილი დიზაინერი და სახე ატარებს. მან "ბალენსიაგადან" ბრენდის დნმ-ი ამოშალა, რაც ქალურ სილუეტებს უსვამდა ხაზს და შემოიტანა ფართე სტილის სპორტული, დაუმუშავებელი მაისურები. დემნას თვალყური იმიტომ უნდა ადევნოთ, რომ მის კოლექციებს ყოველთვის მნიშვნელოვანი "ბექგრაუნდი" აქვს. „Vetements“-ის 2019 წლის კოლექციაში მას საქართველოს ომის თემა ჰქონდა წამოწეული, რაშიც, პრინციპში ათასობით ევროს გადახდა არავის დაენანა.
ვერჯილ აბლო - Louis Vuitton Menswear, Off-White
საკულტო ნივთები: ქამარი „Industrial“, გამჭვირვალე ჩანთა „Louis Vuitton“, კედები „Nike x Off-White“
- ვერჯილ აბლო - კანიე უესტის ყოფილი კრეატიული კონსულტანტი და ახლო მეგობარია, რომელიც 2000-იან წლებში სტაჟირებას გადიოდა „Fendi“-ს მოდის სახლში. ამის შემდგომ, კანიემ გამოუშვა ბრენდი „Yeezy“, ხოლო ვერჯილმა „Off-White“. მაშინ როცა აბლო მივიდა კიმ ჯონსის ჩასანაცვლებლად მამაკაცის „Louis Vuitton“-ში, ყველა სულმოუთმენლად ელოდა მის პირველ შოუს. პირველ რიგში ისხდნენ კანიე თავის მეუღლესთან და კარდაშიანების ოჯახთან ერთად, პოდიუმზე პლანეტის საუკეთესო რეპერები გამოდიოდნენ, ხოლო ფინალში ვერჯილმა უესტის მხარზე იტირა, რა თქმა უნდა ბედნიერებისგან. დღეს დიზაინერს ხშირად ადანაშაულებენ პლაგიატში, თუმცა ის ამას ყურადღებას არ აქცევს და არანორმალურ ტემპში ბრენდავს ტანსაცმელს, აქსესუარებს, ავეჯს, ხოლო შესვენებების პერიოდში დიჯეობას ითავსებს კოაჩელადან დაწყებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რიკარდო ტიში - Burberry
საკულტო ნივთები: კაბა-კორსეტი „Burberry“, რიკარდო ტიში კოლაბორაცია „Nike Air Force“, როტველერის გამოსახულებიანი სვიტშოტები.
- გასულ შემოდგომაზე რიკარდო ტიში თითქმის რევოლუციონერივით შეიჭრა „Burrberry“-ის კრეატიული დიზაინერის პოზიციაზე: შეცვალა ლოგოტიპი, მონოგრამა, აკრძალა დარჩენილი საქონელის დაწვა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიზაინერის რევოლუცია მოეწონათ: ბრენდის კოდი კი საბოლოოდ ტიშიმ შეინარჩუნა, თუმცა უფრო ახალგაზრდული გახადა.
ალესანდრო მიკელე - Gucci
საკულტო ნივთები: კომბინიზონი „Swarovski“-ის კრისტალებით, ბეწვის ბომბერი მკლავებზე მონოგრამით, აბრეშუმის ცხვირსახოცი.
- ალესანდრო მიკელე - „Gucci“-ის კრეატიული დირექტორი, რომელმაც ბრენდი ყველაზე განხილვადი და გაყიდვადი გახადა. მანდ საბოლოოდ წაშალა გენდერული საზღვრები მოდაში, ხოლო მოდის კრიტიკოსები თვლიან, რომ ბრენდის „ოქროს ხანა“ სწორედ მიკელეს მოსვლას უკავშირდება. ის მართალია, საკმაოდ ხშირად ეხვევა ინტრიგებში, თუმცა საბოლოო ჯამში კრეატიული დიზაინერი თავის პოზიციებს არ თმობს.
წყარო