ზღაპრები ყველას უყვარს. ადამიანები მას მთელს მსოფლიოში კითხულობენ.
საზოგადოდ მიღებულია, რომ ზღაპრები - ეს არის ისტორიები პატარებისთვის. სინამდვილეში კი, თავდაპირველად, ზღაპარს უფროსები ყვებოდნენ. ეს მათთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური „დაცლა“ იყო, სწორედ ამიტომ აისახა ზღაპრებში ამა თუ იმ ხალხთა მსოფლმხედველობა.
თითქმის ყოველ თურქულ ზღაპარში შეხვდებით უცნობი ქვეყნის ფადიშაჰს, რომელიც ლამაზ სასახლეში ცხოვრობს, მრავალრიცხვოვანი გარემოცვა ჰყავს და უსაზღვრო ძალაუფლება გააჩნია. ფადიშაჰს, როგორც წესი - სამი ვაჟი, ერთი ქალიშვილი, ან ქალ-ვაჟი ჰყავს: შეჰზადე და სულთანი. სწორედ ისინი არიან თურქული ზღაპრების მთავარი გმირები.
თუ ფადიშაჰს ერთი შვილი ჰყავს, მაშინ ის აუცილებლად დიდი ხნის ნანატრი შვილია. ის უჩვეულოდ იბადება - ყველაზე ხშირად, ვაშლისგან, რომელიც ფადიშაჰს მოგზაურმა დერვიშმა მისცა. თურქული ზღაპრის კიდევ ერთი გავრცელებული გმირები ღატაკი ოჯახის შვილები არიან, რომლებიც საბოლოოდ აუცილებლად უნდა მოხვდნენ ფადიშაჰის ოჯახში.
განსაკუთრებით საინტერესო თურქული ზღაპრის ჯადოსნური პერსონაჟები არიან. სწორედ მათშია არეკლილი ხალხური ფანტაზია, მათი შიშები და ზოგიერთი მითოლოგიური წარმოდგენა სამყაროზე. ასეთი ჯადოსნური პერსონაჟები შეიძლება იყვნენ: დრაკონები, ფერიები, დევები, ჯინი, ზურმუხტის ფრინველი და ა.შ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პერსონაჟი - დევია. დიდი ზომის მონსტრი, რომელიც ადამიანებს ჭამს და ჰაერში დაფრინავს. ეს კაციჭამიები, რომლებიც ადამიანებისადმი მტრულად არიან განწყობილი, ზოგჯერ მათ ეხმარებიან. ისინი ერთ ჭამაზე რამდენიმე ცხვარს ყლაპავენ და ორმოცი დღე გადაბმულად სძინავთ.
დევები მთა „კაფის“ უკან, უდაბნოში, ან მიტოვებულ აბანოებში ცხოვრობენ.
არაპი, იგივე შავკანიანი ჯინი, რომელიც თურქებთან არაბული სამყაროდან მოხვდა, ბოროტი ძალების მქონე პერსონაჟია, რომელიც მაგიას და ჯადოქრობის უნარს ფლობს.
ის ზღაპრებში ჩნდება მაშინ, როდესაც გმირები წარმოთქვამენ: „ოჰ!“, ანუ, როდესაც ჩივიან.
თურქული ზრაპრისთვის ასევე დამახასიათებელია ისეთი ზღაპრული ატრიბუტები, როგორიცაა ერთ ღამეში აშენებული ბროლის სასახლე, მფრინავი ხალიჩა, ჭურჭელი, საიდანაც თაფლი და კარაქი გადმოდის, უჩინმაჩინის ქუდი და ა.შ.
თურქული ხალხური ზღაპრების ნამდვილი სიმდიდრე მისი სპეციფიკური ენაა. ნიჭიერი მეზღაპრე ზღაპრის თხრობას აუცილებლად გარითმული იუმორისტული წინასიტყვაობით დაიწყებს, რომელიც მსმენელს ზღაპრულ განწყობას შეუქმნის და სასწაულებისა და თავგადასავლების სამყაროში გადაიყვანს.
თურქული ზღაპრები მდიდარია ასევე დროებითი და სივცითი ფორმულებით. მოქმედება ერთი პერსონაჟიდან მეორეზე გადადის („დაე იწვეს აქ, მანამდე ჩვენ სულთნის სასახლეში წავიდეთ“). ფინალური ფორმულებით, რომელთა მიზანია მსმენელი ზღაპრული სამყაროდან რეალურში დააბრუნოს (ციდან სამი ვაშლი ჩამოვარდა, ერთი ზღაპრის მთხრობელს, ერთი მსმენელს, მესამე მის მომგონს).
სხვა ხალხების ზღაპრებთან სიუჟეტური მსგავსების მიუხედავად, თურქული ზღაპარი ნაციონალური თავისებურებით გამოირჩევა. განსაკუთრებული აღმოსავლური კოლორიტულობით, რაც პერსონაჟებში და ენაში აისახება.
იხილეთ ასევე:
კორეელთა ანტიკური ზღაპრის სამყარო - "მშვიდი დილის ქვეყანა"
აფრიკულ ზღაპრებში დამალული იდუმალება. უძველესი კულტურის საიდუმლო
სპარსული ზღაპრების საიდუმლო - ვინ არის ჯინი?
ზღაპრები დიდებისთვის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური კულტურის საიდუმლოებები