«თუ თქვენ გტანჯავთ სევდა, ცხოვრობთ წარსულით, გაწუხებთ შფოთი, თქვენ ცხოვრობთ მომავალში. თუ თქვენ ხართ მშვიდად, მხოლოდ მაშინ ცხოვრობთ აწმყოში».
თანამედროვე სამყაროში გონების სიმშვიდე თითქმის მიუღწეველი შესაძლებლობაა, რამეთუ ცხოვრება ბევრად უფრო სწრაფი და ქაოტური გახდა. ჩვენ ვატარებთ ცხოვრებას მუდმივ რბოლაში, ფულის შოვნის მცდელობაში; ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ მეგობრები; ვცდილობთ, გავახაროთ მეორე ნახევრები და ამ რბოლაში გვავიწყდება ყველაზე მთავარი, ჩვენ ვივიწყებთ საკუთარ მეს. აღარ ვზრუნავთ საკუთარ თავზე.
რა თქმა უნდა, უნდა დაგეგმოთ მომავალი, მაგრამ ეს ისე უნდა ქნათ, რომ არ გამოგრჩეთ აწმყო.
- «სანამ თვლით, რომ თქვენს ყველა უბედურებაში დამნაშავე არის სხვა, თქვენი ტანჯვა იქნება უსასრულო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გააცნობიერებთ, რომ ის, რაც ხდება თქვენ ირგვლივ, მოდის თქვენგან, მაშინ თქვენ შეძლებთ შეიგრძნოთ სიმშვიდე და სიხარულის განცდა» ― დალაი-ლამა.
ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გსურთ შეიტანოთ ცხოვრებაში, უნდა დაიწყოს თქვენგან, თქვენი შინაგანი მე-დან. მანამ, სანამ სხვებს მისცემთ რჩევას, ჩაიხედეთ საკუთრ თავში. ეს დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ჰარმონიას.
ძენის სწავლება ესაა — საკუთარი თავის მიღება.
ძენის დახმარებით გაიადვილებთ საკუთარი თავის მიღებას, ასევე იმ სამყაროსა და ადამიანების, რომლებიც თან გახვევიათ. სიმშვიდე და ჰარმონია უკვე არის თქვენს სულში. ახლა მთავარია, მოიძიოთ ის.
- «როდესაც ჩვენ გვეხება რეალური ტრაგედია, შეგვიძლია მასზე ორნაირი რეაგირება გვქონდეს — ან ვკარგავთ იმედს და ვიძირებით თვითდესტრუქციაში, ან კიდევ გამოვიყენებთ ამ გამოცდას, რათა ვიპოვოთ ჩვენში შინაგანი ძალა» ― დალაი-ლამა.
ყველას ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს ტრაგედია და თან მოულოდნელად, როდესაც არ შეგვიძლია ის შევაჩეროთ, მაგრამ როგორ გავუმკლავდებით მას, ეს ჩვენს ხელთაა.
ჩვენ ან ვტირივართ და ვწუწუნებთ ბედის უსამართლობაზე, ან ვეძებთ ძალას, რომ არა მარტო დავდგეთ ძველ სიმაღლეზე, არამედ უფრო მაღლა გავბედოთ ასვლა. აი, ამაშია ჩვენი ძლიერების გამოვლინება.
- «იყავი შენი გონის მმართველი, თუ არა და, ის გმართავს შენ».
მუ მისცემ გონებას უფლებას, გმართოს ნეგატიურად. შეებრძოლე, ჩაისუნთქე ღრმად და მერე ამოისუნთქე. არ დაგავიწყდეს გაღიმება.
თათა შენგელია
წყარო