მელოდრამები კინოს თემატიკაში ყველაზე მოთხოვნადი ჟანრია: მათი ყურება ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და ამასთან, ერთი და იგივე სასიყვარულო დრამის ნახვა რამდენჯერმეც კი არ ბეზრდებათ. ბევრ მათგანს რეალური მოვლენები უდევს საფუძვლად, ბევრი წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს, ზოგი კი რეჟისორის ორიგინალური ჩანაფიქრით, საკმაოდ არაორდინარული სიუჟეტით გამოირჩევა:
ჯიმ ჯარმუშის ვამპირული დრამა ტილდა სუიტონის და ტომ ჰიდლსტონის ბრწყინვალე თამაშით გამოირჩევა. მათი სიყვარული საკმაოდ ორიგინალური და ესთეტიკური კადრებითაა გადმოცემული.
ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ისტორია სიყვარულის შესახებ საკმაოდ სევდიანია.
ემი შუმერი ცნობილია თავისი თამამი იუმორით. მისი სცენარით გადაღებული ეს ფილმი სავსეა ირონიით. გმირების რომანი რეალურ ცხოვრებას ძალიან მოგაგონებთ.
რაიან გოსლინგის გმირს ფსიქიკური აშლილობა აქვს და გოგონა, რომელიც უყვარს, უსულო თოჯინაა.