ზამთრის სუსხიან ამინდში გამოიყურებოდე მოდურად, ლამაზად და მიმზიდველად, არცთუ ისე მარტივია. ამიტომ ვიღებთ მაგალითისთვის ცნობილებს, რომლებსაც ეს ყოველივე დიდი ძალისხმევის გარეშეც ეხერხებათ.
ზოი კრავეცი
- ცნობილი მსახიობის მაგალითზე ვხვდებით, რომ მარტივია მოდურად გამოიყურებოდე სეზონზე აქტუალურ ტანისამოსში, ამაში კი მას დაეხმარა გრძელი ნაცრისფერი კიულოტები, უხეში ფეხსაცმელი და გრძელი ჩალისფერი მოსაცმელი.
ჟიზელ ბიუნდჰენი
- მოდელი გამოიყურება, როგორც პატარა გოგონა, რომელიც ერთდროულად 1970-იანი და 2000-იანი წლების მოდურ ტენდენციებს არის აყოლილი. ორივე ეპოქაში ფართოტოტებიანი ჯინსები და მოკლე ქურთუკები იყო მოდაში, ხელოვნური ბეწვით.
ქენდალ ჯენერი
- მოდელი არის ერთ-ერთი იმ ვარსკვლავთაგანი, რომელიც ქმნის ტრენდს. ჩვეულებრივ, გოგონას ნახვა შესაძლებელია მოცულობით მოსაცმელებში, თუმცა ბოლო დროს ხშირად ჩნდება ტყავის ბეწვიან გრძელ ქურთუკში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იდეალურად უხდება ბოტასებს.
როზი ჰანტინგთონ-უაითლი
- პოპულარული მოდელი ელეგანტური გარდერობით გამოირჩევა. მისი ბოლო გამოსვლა ბევრი მოდის მიმდევარი გოგონას ინსპირაციის წყარო გახდა. მან მოირგო ჩალისფერი ტოპი და იმავე ტონალობის კლასიკური პალტო, ხოლო შარვალი ფართო ჩექმებში დამალა. საბოლოოდ გამოვიდა შავისა და ნუდის მოდური სინთეზი.
კარლი კლოსი
- არ ჩამორჩა თავის მოდურ ვარსკვლავ კოლეგებს კარლი კლოსიც, რომელიც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება ყველაზე უბრალო ტანსაცმელშიც კი. თეთრი როლინგი, შავი შარვალი, კლასიკური ბოტილიონები ქუსლებზე - ამ ყველაფერს ამშვენებს მოკლე ტყავის ქურთუკი და ჩანთა ჯაჭვზე.
წყარო