წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომლებიც ზამთარში ძალიან ლამაზია.
1. შვეიცარია
შვეიცარია ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. დათოვლილი მწვერვალები, განათებული ვიწრო ქუჩები და ალპები ქმნის ზამთრის იდეალურ განწყობას.
2. ისლანდია
ისლანდია პატარა კუნძულია ატლანტის ოკეანეში, რომელიც ზამთარში ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. პოლარული ნათება, მთებზე შეფენილი სოფლები და დათოვლილი სახლები დაუვიწყარ სანახაობას გპირდებათ.
3. დანია
დანია ჩრდილოეთ ევროპის ნახევარკუნძულოვანი სახელმწიფოა. თოვლში ჩაკარგული ფერადი სახლები, მრავალფეროვანი საახალწლო ქუჩის დეკორაციები თქვენს განწყობას უთუოდ აამაღლებს.
4. კანადა
ჩრდილოეთ ამერიკის ეს ერთი შეხედვით ცივი და დაუსახლებელი ქვეყანა ზამთარში ნამდვილად აღგაფრთოვანებთ თავისი საახალწლო ბაზრობებით, ლამაზი სოფლებითა და მაგიური მთებით.
5. იაპონია
აზიის ეს მაგიური ქვეყანა ყველა სეზონზე ლამაზია, განსაკუთრებით კი, ზამთარში. ფერადი განათებებით მორთული გარემო, რომელიც იდეალურად ერწყმის იაპონურ ეგზოტიკას, ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ.
მარიამ გრძელიშვილი
მარიამ ნებულიშვილი
ნინელი აბულაძე