დემნა გვასალიამ კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო. პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, Balenciaga-მ ახალი 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა.
დემნა გვასალიამ ლოკაციად Saint-Denis-ის ფილმის სტუდია აარჩია. მოდელები დატბორილ პოდიუმზე გამოვიდნენ. უზარმაზარი LED-ეკრანი, რომელიც ჭერზე იყო დამაგრებული, წინასწარმეტყველურ ფიქრებს, ლავასა და ცეცხლს გამოსახავდა.