ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი, რომელიც ოთხი შვილის დედაა, აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში და ამჯერად საკუთარი გადაცემა გააკეთა. სალომეს გადაცემა „თანამედროვე დედა“ ინტერნეტით გავა ეთერში, სადაც გოგიაშვილი ხალხს საინტერესო რჩევებს გაუზიარებს.
- სალომე, რატომ გადაწყვიტეთ ინტერნეტ-გადაცემის გაკეთება და რა შეფასებები მოჰყვა პირველ ნაწილს?
- ჯერ უბრალოდ მისალმება გავიდა ეთერში, ამით შევახსენე თავი მაყურებელს. გავაკეთე წინასიტყვაობა, რა იქნება გადაცემაში. პირველი ეპიზოდი პარასკევს დაიდება. როცა ვიღვიძებ, ტელეფონს ვიღებ ხელში და ვეცნობი მსოფლიო სიახლეებს. იმდენად მარტივად ვიღებ ტელეფონით ინფორმაციას, რომ
ტელევიზორს საერთოდ აღარ ვრთავ. ამიტომ გადავწყვიტე ონლაინგადაცემის გაკეთება.
- რჩევებს მისცემთ მაყურებელს, თუ რეალითი შოუ იქნება თქვენს ცხოვრებაზე?
- მე ინსტაგრამზე უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ფეისბუქზე, რადგან სულ ცუდ ინფორმაციას ვიღებ ფეისბუქზე. ინსტაგრამი კი არ მთრგუნავს. ჩემი გამომწერები რჩევებს მთხოვენ, მე კი მათ ვპასუხობ და ამიტომ გადავწყვიტე გადაცემის სახე მიმეცა. კარგი იდეაა რეალითი, მაგრამ ჩემი მეუღლე წინააღმდეგია გადაღების, ბავშვების გამოჩენაც ნაკლებად მინდა, შესაძლოა, ვიღაცამ გაიცინოს, მაგრამ რამდენჯერაც დავდე ბავშვების ფოტო, იმდენჯერ სიცხე მისცა. რეალურ ჩემს რეკომენდაციებს მიიღებენ და ცუდს რეკლამას არ გავუკეთებ.
- როგორ ახერხებ იყო დასაქმებული კარგი დედა და ამავე დროს მუდმივად ფორმაში?
- ადამიანებს თუ დააკვირდები, არიან უპრობლემო ცხოვრებით, მაგრამ სულ წუწუნებენ. მე ასეთ ადამიანებს ვერ ვიტან. რაც გაქვს ცხოვრებაში, იმითაც ბედნიერი უნდა იყო. ეს ჩემი სტრესებიდან გამოვიმუშავე, რაც უკვე ცხოვრებაში მეხმარება. შესაძლოა, სახლში მეორედ მოსვლა იყოს, არ გესმოდეს მეგობარი რას გელაპარაკება, იმიტომ რომ ოთხი ბავშვი ერთად ლაპარაკობს, მაგრამ მე ამას დადებითად აღვიქვამ, ესაა ჩემი მოცემულობა. გათავისებული მაქვს, რომ დედა ვარ, როგორც კი გათენდება თავს ვიწესრიგებ, მივხვდი ჩემს მაგალითზე მბაძავენ ჩემი შვილებიც, ამიტომ შვილებისგან და ქმრისგან მაქვს ყველაფრის სტიმული. ჩემი მეუღლე შეჩვეულია ჩემს მუდმივად ფორმაში ყოფნას. აქედან გამომდინარე, მარტივად ვუყურებ ყველაფერს. ყველაზე მეტად ცუდად როცა ვარ, მაშინ ვინდომებ, საუკეთესოდ გამოვიყურებოდე. ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია.
განაგრძეთ კითხვა