იმ ადამიანს, ვისაც კიბეებზე ასვლაც კი უძნელდება, 5 კილომეტრის გავლა რომ შესთავაზო, ალბათ დაცინვად მოეჩვენება. მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ ეს გამოწვევა მიიღოს?
მახსოვს, გასახდელში ვიჯექი, დედაჩემი ცდილობდა, რომ რომელიმე ჯინსი მომრგებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. შემდეგ სპორტით დავინტერესდი და სწორედ ამ ფაქტორმა შეუწყო ხელი წონის შენარჩუნებას. თუმცა, მენჯის ტრავმა მივიღე, რის შემდეგაც იძულებული გავხდი ვარჯიში მიმეტოვებინა.
შემდეგ, როცა წონაში ვიკლებდი ეფექტი დიდი ხნით არ ნარჩუნდებოდა და იგივე ნიშნულს ვუბრუნდებოდი. როდესაც გავთხოვდი, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. 120 კილოგრამამდე რომ მივაღწიე, ექიმთან მივედი და როგორც კი ზღურბლზე ფეხი გადავდგი, მაშინვე ქირურგიული ჩარევა შემომთავაზა. ამან ძალიან გამაღიზიანა.
მერე დავორსულდი და წონის დაკლებაზე ფიქრს დროებით თავი დავანებე. ჩემი ვაჟი ნაადრევად დაიბადა და 10 დღე საავადმყოფოში გვყავდა. სტრესმა წონაში დაკლებას ხელი საერთოდ არ შეუწყო.
მშობიარობის შემდეგ, პრობლემები დამეწყო, ზურგი მტკიოდა და უარესობისკენ მივდიოდი. ქუჩაში სეირნობაც რომ გამიჭირდა, ჩემმა დამ გადაწყვიტა მარათონში ჩავბმულიყავი, სადაც 5 კილომეტრის გარბენა მოგვიწევდა. სიაში თავად ჩამწერა და ყველაფერს ხელი მოაწერა.
ეს ყველაფერი იმდენად სასაცილოდ მომეჩვენა, რომ გადავწყვიტე გამოწვევა მიმეღო.
კალორიების და საკვები ნივთიერებების დათვლის შემდეგ, გავიგე, რომელი საკვები უნდა გამოვრიცხოთ და რომელი ხანდახან მივირთვათ.
თანდათან შევეჩვიე ბოსტნეულის მიღებასაც. ბავშვობაში მოხარშული პროდუქტები მძულდა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ მათი მოხარშვა გრილზეც არის შესაძლებელი, ან უბრალოდ შეგვიძლია ყველი დავამატოთ და შესანიშნავი სალათა მივიღოთ.
ცვლილების მთავარი მიზეზი შვილი იყო, რომელსაც მივხვდი, რომ ჯანმრთელი დედა სჭირდება.
ყოველ კვირას თავს უფლებას ვაძლევ, რომ 1-2-ჯერ მივიღო სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები, ან სხვა, რომელიც წესებს სცდება, თუმცა ეს წონის დასაკლებად რეკომენდირებული ნამდვილად არაა. დანარჩენ დღეებში მე ნაკლებად ვფიქრობ იმ საკვებზე და მისი მირთმევა აღარ მინდება.
40 კილოგრამი დავიკელი და კიდევ 20 კილოს მოცილებას ვაპირებ. ოქტომბერში, ჩემი ქმრის დაბადების დღეა და მინდა სიურპრიზი ეს იყოს.
და რაც მთავარია: ნუ შეუშინდებით ცვლილებას და ნუ გაწელავთ დროს! ის რასაც აპირებთ ხვალ, დაიწყეთ დღეს, რომ თქვენი დიდი წინსვლის შეფასება ერთი წლის შემდეგ, ან უფრო ადრეც შეძლოთ.