რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი კარანტინში ყოფნის დროს ხშირად ახარებს თაყვანისმცემლებს ადრე გადაღებული, გამოუქვეყნებელი ფოტოებით.
მოდელმა ამჯერად სახლის ფორმაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მაღალწელიანი შავი ტრუსი და Suspicious-ის ლავანდისფერი ზედა აცვია. ირინას ბოლო პერიოდში ძალიან შეუყვარდა ეს ბელგიური ბრენდი.
ცოტა ხნის წინ მოდელი პუტინის წიგნთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკეს.