თქვენი საყვარელი მანიკიურის ფერი ბევრ რამეს ამბობს თქვენზე. სილამაზის პროცედურების დასრულებისას ფრჩხილის ლაქის არჩევანით თქვენ შესახებ მკვეთრ განცხადებას აკეთებთ. როგორც აღმოჩნდა, ადამიანი იმ ფერისკენ მიიწევს საბოლოოდ, რომელიც მის პიროვნულობას უსვამს ხაზს. მანიკიურის სპეციალისტი მიშელ სონდერსი ადამიანების ინდივიდუალიზმს შემდეგნაირად განმარტავს:
წითელი
- ჟოლოსფერი მანიკიური კლასიკურად ითვლება, რომელმაც დროს გაუძლო, ხოლო ცეცხლისფერი წითელი ხაზს უსვამს ელეგანტურობასა და უდარდელობას.
შავი
- სწორ და წვეტიან ფრჩხილებზე შავი მანიკიური თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. ტიპური #GirlBoss სწორედ ამ ფერს ირჩევს.
ნეონისფერი
- რამდენადაც ნეონის ლაქი მკვეთრი და ხმამაღალია, მისი წასმისას შეუძლებელია ვინმემ ვერ შეგნიშნოთ. თუკი ამ ფერს მიანიჭეთ უპირატესობა, თქვენ კომუნიკაბელურ და ავანტიურების მოყვარულ პიროვნებად ითვლებით.
თეთრი
- თანამედროვე თეთრი ლაქის გამოყენება თქვენს ლუქს ახალგაზრდულ ელემენტს შემატებს. ვინც ამ ფერს ირჩევს, თანამედროვე და თავდაჯერებულია.
ლურჯი
- ეს ფერი უნივერსალურად და ექსპერიმენტულად ითვლება, მიანიშნებს ადამიანის კრეატიულობასა და შორსმჭვრეტელობაზე.
ნუდი
- ამ ფერს თავდაჭერილი და მორცხვი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას. იდეალურად ერწყმის ნებისმიერ შემთხვევას.
პასტელი
- თუკი მსუბუქი, რბილი და მშვიდი პასტელური ფერი მოგწონთ, ეს თქვენს რომანტიკულობას უსვამს ხაზს.
ვარდისფერი
- ვარდისფერი მანიკიური მხიარული, ფლირტის მოყვარული გოგონას განწყობაზე მიგვანიშნებს სინამდვილეში.
Oxblood
- ეს პრეტენზიული წითელი - ყველაზე სექსუალურია მანიკიურებს შორის. თუკი სწორედ ეს ფერია თქვენი საფირმო ტონალობა, მაშინ ნამდვილად მელიის ცბიერი ბუნებით ხართ დაჯილდოებული.
წყარო:harpersbazaar