2 ივლისს შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს წარმოუდგენელი სიურპრიზი მოუწყვეს და საკუთარ დაბადების დღეზე მანქანა აჩუქეს. "საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში" - დაწერა გახარებულმა ევამ "ინსტაგრამზე" და საჩუქრის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
არსებული ინფორმაციით, ევას ავტომობილი შორენა ბეგაშვილის მეგობარმა აჩუქა.
2016 წლის მარტში ევას უმძიმესი ტრაგედია დაატყდა თავს. გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექიმები დამაიმედებელ პროგნოზსაც ვერ აკეთებდნენ.
თურქეთში მკურნალობისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ევა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. სკოლა დაამთავრა და ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტია. გოგონა ხშირად მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებში და დედის მსგავსად, საკმაოდ ძვირად ღირებული ინფლუენსერი და ფოტომოდელია. გაგრძელება