თუ მოდასა და სტილზე ვსაუბრობთ, ყველასათვის კარგად ცნობილი, დახვეწილი და უბრალოდ იდეალური ამალ ქლუნი არ უნდა დავივიწყოთ. ამალი მოდური, გემოვნებიანი და ერთ-ერთი ყველაზე მოხდენილი ქალია ჰოლივუდში. მასზე მოდის ექსპერტები ხშირად საუბრობენ და მისი სტილი ბევრი ქალბატონისთვის დღემდე მისაბაძია. ამალი საზოგადოებაში ყოველთვის განსხვავებული იერით ჩნდება და ეს მისი ორიგინალურობის კიდევ ერთი ნიშანია.
ნახეთ ამალ ქლუნის დახვეწილი სტილი და მისი საუკეთესო ლუქები ბოლო 2 წლის განმავლობაში.
მეგან მარკლთან სტუმრად
ამალი ამ ლუქით მეგან მარკლთან სტუმრად მივიდა. მაშინ მეგანი და ჰარი ბავშვის სანახავად სტუმრებს ეპატიჟებოდნენ და ამალიც ამ დახვეწილი სამოსით გამოცხადდა სპეციალურად წვეულებისთვის დაქირავებულ პენთჰაუსში.
სადილზე სასახლეში
ჯორჯი და ამალ ქლუნები პრინც ჰარისთან და მეგანთან სადილისთვის ასე გამოეწყვნენ. ვაღიაროთ, ისინი საოცრად უხდებიან ერთმანეთს და მათი ლუქიც იდეალურია. შავი და თეთრი კლასიკური და გემოვნებიანია.
ქლუნები დაჯილდოვებაზე
"მეთ გალას" დაჯილდოვებაზე ამალი და ჯორჯი კვლავ იდეალურ ფორმაში მივიდნენ. ამალს მხარზე მოხსნილი ლურჯი კომბინეზონი ეცვა, ხოლო შავი ქამარი მეტ ელეგანტურობას სძენდა.
ამალი შეხვედრაზე
ამალმა ზუსტად იცის, სად, როგორ და რანაირად უნდა ჩაიცვას. ის ყოველთვის ითვალისწინებს მატერიას, ფერს, სიგრძესა და ჩანთას. იცის, რომ გრძელ კლასიკურ კაბაზე საშუალო ზომის ჩანთა მეტად მოხდენილს წარმოაჩენს ლუქს.
ამალი მანჰეტენის გარეთ
თეთრი, წელში გამოყვანილი კაბა, კრემისფერი ფეხსაცმელი და ღია ყავისფერი ჩანთა - აი, ეს კომბინაცია შეარჩია ქუჩაში გამოსასვლელად ამალ ქლუნმა. უნდა ითქვას, რომ ამ ქალმა ზუსტად იცის, რა უხდება და ეფექტურად თავისი თავის წარმოჩენა არ ეშლება.
ამალი და ჯორჯი პრემიერაზე
კვლავ ნახევრად მკლავზე მოხსნილი კაბა და შავი ჩანთა. ამალს კიდევ უფრო ალამაზებს ასიმეტრიული მწვანე კაბა.
ქლუნები "ომეგას" 50 წლის იუბილეზე
ამ სამოსმა "ომეგას" დაჯილდოვებაზე ბევრი მოწონება და დადებითი კომენტარი დაიმსახურა. ამალი მოკრემისფრო-მოოქროსფრო კაბაში საოცრად მომხიბვლელი იყო.
ქლუნები პრემიერაზე
ესეც მორიგი პრემიერა გენიალური კლუნების სტუმრობით. ამალი მწვანე ტოპითა და მუხლს ზევით ქვედაბოლოთი იდეალურად გამოიყურება.
პრემიერა ლონდონში
ფარფლებიანი ქვედაბოლო და ბრჭყვიალა ტოპი წითელი ხალიჩისთვის შესაფერისი ლუქია. ამალი ახლაც იდეალურად გამოიყურება.
კონფერენცია ბარსელონაში
ივნისში გამართულ კონფერენციაზე, ბარსელონაში ამალი თეთრი, წელში გამოყვანილი კაბით წარდგა. კაბას ულამაზესი საყელი ჰქონდა და მისი ჩაცმულობა არც მედიას გამოჰპარვია.
გლობალური კონფერენცია თავისუფალი მედიისთვის
თუ ყურადღების მიქცევა გინდათ და გსურთ, რომ მასაში მარტივად შეგამჩნიონ, ამისთვის წითელი ფერი იდეალურია. კლასიკური წითელი ფანქარი-ქვედაბოლო და პიჯაკი შესანიშნავად კვეთს იდეალურ აღნაგობას და ქლუნს საოცრად უხდება.
მანჰეტენის გარეთ
ოქტომბრის ცივ დღეს ქლუნი იასამნისფერი კაბითა და ფერადი, ლაბადით გამოჩნდა მანჰეტენზე. გზა დაუთმეთ, დედა სამსახურში მიდის!
წყარო: www.glamour.com