მათთვის, ვისთვისაც ფრჩხილების სილამაზე მნიშვნელოვანია.
ფრჩხილები ადამიანის ხასიათსა და განწყობას მის ჩაცმულობასა და აქსესუარებზე მეტად გასცემს. შესაბამისად, მათი სათანადო მოვლა ნებისმიერ დროს განსაკუთრებით აუცილებელია.
რამდენად საყურადღებოა სწორად შერჩეული ფრჩხილების სალონური მომსახურება, სანიტარული ნორმების დაცვა, გამოცდილი ნეილ-არტისტები, სწორად შერჩეული ფრჩხილის ფორმა და რა არის აქტუალური ზაფხულის მიწურულსა და შემოდგომა 2020-ის დასაწყისში?
„ბომონდის“ შეკითხვებს სილამაზის ცენტრ „Nail Sunny Tbilisi“-ს მენეჯერი ნათია კობახიძე პასუხობს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია ფრჩხილის მოვლა და რა სეგმენტი მიმართავს ამ პროცედურებს?
- პირველ რიგში, ვფიქრობ რომ ფრჩხილის მოვლა აუცილებელია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, იმიტომ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და ადამიანები თავის მოვლას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ. მიუხედავად პანდემიის შემდგომ მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი ფინანსური კრიზისისა, ფრჩხილის მოვლის პროცედურებზე დიდმა მოთხოვნამ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვის მოწესრიგებული თითებით სიარული. სხვა კუთხითაც რომ შევხედოთ, ზოგადად ეს არავერბალური კომუნიკაციები ძალიან მნიშვნელოვანია და საუბრის, ქცევების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟესტიკულაცია სწორედ ხელების მეშვეობით ხორციელდება. შესაბამისად, თითები ყურადღებას იქცევს არა მარტო ქალბატონებში, არამედ მამაკაცებშიც. დღესდღეისობით, საბედნიეროდ, მამაკაცებისთვისაც ფრჩხილის მოვლა ნამდვილად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოძველებული სტერეოტიპები დამსხვრეულია. აქვე მინდა აღვნიშნო, ანალოგიურად ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპებიც აღარ არსებობს. რაც შეეხება სალონური მომსახურების სექტორს, საკმაოდ დიდი სეგმენტი ჰყავს, რომელიც თინეიჯერებით, სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, სტუდენტებს, ზრდასრულ ადამიანებსა და მოხუცებულებსაც მოიცავს. გაგრძელება