ვერძი
დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე, რისი შეცვლა-გამოსწორება გსურთ. რჩევებისთვის მიმართეთ მეგობრებს. უქმეებზე სრულყოფილად დაისვენეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზებს გიმზადებთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 7, 8, 12 სექტემბერი.
კურო
თუ თქვენი ახლანდელი საქმიანობა არ მოგწონთ, შუა კვირიდან შეგიძლიათ ახალი სამსახური მოძებნოთ. ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. უქმეებზე დაასრულეთ დაწყებული საქმეები, შემოქმედებითი იდეები.
კვირის საუკეთესო დღეები: 9, 10 სექტემბერი.
ტყუპი
ნუ დაფრინავთ ღრუბლებში და არარეალურზე ნუ ფიქრობთ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან, მაგრამ ნურც პოზიციას შეიცვლით. შუა კვირაში არაორდინარული საქციელი გაგიტაცებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. კვირის ბოლოს ენერგია აგარაკზე ფუსფუსში დახარჯეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 8, 10 სექტემბერი.
კირჩხიბი
პროფესიული სიახლეების კვირა დაგეწყოთ. შეიძლება საკუთარი თავი სრულიად ახალ საქმიანობაში მოსინჯოთ. სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში დახმარებისთვის ერთგულ მეგობრებს მიმართეთ. უქმეებზე შორ მანძილზე ნუ გარისკავთ. საიდუმლოებებს ახლობლებსაც კი ნუ გაუმხელთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 10, 13 სექტემბერი.
ლომი
კვირის დასაწყისში ყველაფერი კარგად გამოგივათ. მთავარია, არ იზარმაცოთ. კვირის ბოლოსკენ რესტავრაცია ჩაუტარეთ ოჯახურ ტრადიციებს. წარსულში დატოვეთ ყველა წყენა. სასიამოვნო ნაცნობობა შუა კვირაში გელით. უქმეები რომანტიკულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 7 სექტემბერი.
ქალწული
გამონახეთ დრო და ბინაში ინტერიერი გადაახალისეთ. ღია ფერები გაცილებით დიდს გამოაჩენს სივრცეს. მოიცალეთ შვილებისთვისაც, დაინტერესდით მათი ცხოვრებით. დაეხმარეთ სწავლისთვის მზადებაში. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მეუღლესთან ფულის გამო ნუ იკამათებთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 9, 10 სექტემბერი.
სასწორი
ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების კვირა დაგიდგათ. რაც ადრე გისწავლიათ, ყველაფერი გამოიყენეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. ჩამოწერეთ დღის განრიგი, რომ ყველაფერი მოასწროთ. ხუთშაბათიდან ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დასვენების დღეებშიც კი შეიძლება სპორტული და აქტიური იყოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 11 სექტემბერი.
მორიელი
აკონტროლეთ ემოციები, უბრალო რამის გამო ომის ცეცხლს ნუ გააჩაღებთ. გაითვალისწინეთ პარტნიორის აზრიც. კვირის ბოლოს ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები გელოდებათ, ნუ შეუშინდებით სიახლეებს. კვირას განმარტოვდით, შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 9, 10, 13 სექტემბერი.
მშვილდოსანი
მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა. კარგი პერიოდია დაწყებული პროექტების დასასრულებლად. ენერგია საკმარისი გაქვთ. ასე რომ, იაქტიურეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კვირის მეორე ნახევარში ახლის შესწავლა (ენები, ხელსაქმე) მოგინდებათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 7, 12 სექტემბერი.
თხის რქა
სასურველის მისაღებად სხვადასხვა გზა გამოგიჩნდებათ. გამონახეთ დრო სულიერი სამყაროსთვის, ძილის წინ მედიტაცია საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ძველი მეგობრების იმედი გქონდეთ, მათი, ვინც არ დაგაღალატებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 9 სექტემბერი.
მერწყული
გავლენიანი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. თუმცა გამარჯვება მთლად უშრომელად არ მოვა. ხუთშაბათს საკუთარი თავის იმედი და ძალები დაგიბრუნდებათ. გამონახეთ დრო იმიჯის გასაახლებლად. ზოგიერთმა შეიძლება ვარცხნილობა შეიცვალოთ. უქმეებზე გაუთვალისწინებელ ხარჯს მოერიდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 8 სექტემბერი.
თევზები
თავისუფლების წყურვილი და ვნება მოგეძალებათ. ცვლილებები მოგინდებათ და ერთ ადგილზე ყოფნა გაგიჭირდებათ. მუდმივად იქნებით აქტიური, რაღაც უნდა მოაგვაროთ, რაღაც უნდა გადაწყვიტოთ. გაფრთხილდით, არ გაეხვიოთ ავანტიურაში. არ მისცეთ მოშურნეებს უფლება, რომ განწყობა გაგიფუჭონ. უქმეები სანაპიროზე გაატარეთ, წყალთან კონტაქტი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 10, 13 სექტემბერი.