თურქული კინოინდუსტრიის ყველაზე მოდური წარმომადგენლები, რომელთა სტილის ჩანიშვნა ნამდვილად ღირს.
- მელისა უპირატესობას "ქეჟუალ" ლუქებს ანიჭებს. ყველაზე ხშირად ის ტოტალ იმიჯს ირჩევს, მაგალითად, შავი სპორტული კოსტიუმი და ბოტილიონები ქუსლზე. მისთვის კომფორტი ქუსლიანი ფეხსაცმლის მორგების დროსაც მნიშვნელოვანია. მისი პირადი "ინსტაგრამგვერდის" დათვალიერებით მიხვდებით, როგორია მოდურად ჩაცმა გარდერობში არსებული ტანისამოსის მეშვეობით.
- ნესლიჰანის სტილი საკმაოდ ლაკონურია: სწორი სილუეტები, საბაზისო ფერები და კლასიკური აქსესუარები. ეს ყველაფერი მსახიობს ელეგანტურობას სძენს. ოვერსაიზ-პერანგი, მინიატურულ საათთან და Chanel-ის საყურეებთან ერთად ლუქს დასრულებულ იერს მატებს. არაფერი ზედმეტი, ყველაფერი თავის ადგილზე და ყველა დეტალი გათვალისწინებული.
- ჰანდეს "ინსტაგრამის" თვალიერებისას მიხვდებით, რომ მოდის ტენდენციის ყველა უკანასკნელმა ტრენდმა ერთად მოიყარა თავი. ფეხსაცმელი წვრილი თასმებით ბერძნულ სტილზე, კროპ-ტოპები და შარვალი პალაცო ყველა მოდის მიმდევარ გოგონას მოუხდება. გოგონა არა მარტო აკოპირებს ლუქებს პოდიუმებიდან, არამედ უხამებს ისეთ ნივთებს, რომლებიც მის აღნაგობასა და ვიზუალს უხდება.
- ოზგეს ლუქები ქალური და სექსუალურია, მაშინაც კი, როცა შარვალში ჩნდება. ტყავის კომბინეზონი დეკოლტეთი გაწყობილი... ოზგე ძირითადად ირჩევს კაბებს მინი-სიგრძით აბრეშუმის ნაჭრისგან. მსახიობს არ ეშინია თამამი ჭრილებისა და თეთრეულის სტილის მორგება.
- შესაძლოა, დემეტი "ინსტაგრამსიახლეებზე" საკმაოდ დამოკიდებულია, თუმცა უმეტესობა მისი ლუქების ნათელ ფერთა გამაშია გაწყობილი. ძირითადად, დემეტი ირჩევს კლასიკურ იმიჯს და პალიტრას ჩალისფერიდან თეთრში. უკვდავი კლასიკა მის ტანისამოსში სწორედ უკანასკნელ ტენდენციებს ერწყმის. მაგალითად, საბაზისო კაბას ტრენდულ აქსესუარს უხამებს: ჩანთა 90-იანების ესთეტიკის ინსპირაციით და მიულები ბრტყელ ძირზე.
- თუკი ინსპირაცია არ გაქვთ, მაშინ ჰაზალის ლუქებში შეგიძლიათ ეძიოთ. მსახიობი ხშირად ქმნის სხვადასხვა ელემენტის სინთეზით მოდურ იმიჯს. მაგალითად, ბამბის სპორტული კომპლექტი მასიურ ბოტასებთან ერთად, საკმაოდ მოდური გადაწყვეტილებაა თბილი ამინდისთვის.
- აიჩას მთავარი კოზირი უბრალოებასა და პატარა დეტალებშია, რომლებიც მის ლუქს განსაკუთრებულს ხდის. ეს შეიძლება იყოს უჩვეულო და მიმზიდველი აქსესუარი ან არასტანდარტული იმიჯი. საერთო ჯამში, მსახიობი საკმაოდ ქალურად გამოიყურება.
წყარო: cosmo