დილით, როცა გეჩქარებათ და არ გაქვთ დრო რთულ მაკიაჟზე, აუცილებლად ჩაინიშნეთ ბიუთი-ხრიკები. იმისათვის, რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ, სულაც არ არის აუცილებელი, მეიქაფზე მთელი საათი დაკარგოთ. როგორ შევიღებოთ მარტივად და სწრაფად რამდენიმე წუთში, ჩაინიშნეთ:
- მოამზადეთ კანი მაკიაჟისთვის მანამ, სანამ ჩაი გრილდება. სახეზე ნაჭრის ნიღაბი დაიტანეთ, რომელიც შეშუპებას მოგიხსნით და გაიჩერეთ ხუთი წუთით. მეტი ეფექტისთვის კვარცის როლერი გადაიტარეთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, მასაჟის ხაზებით ოცდაათი წამის განმავლობაში.
- ნიღბის შემდეგ დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი ან ფლუიდი. ამაზე წუთზე ნაკლებ დროს დაკარგავთ.
- გაიკეთეთ ტონირება - ერთი წუთი ამ პროცედურისთვის. ტონალური საცხი შეურიეთ ერთ წვეთ ჰაილაითერს. შედეგად კანი დატენიანებულად და ბზინვარედ გამოიყურება საღამომდე.
- წაისვით დამატენიანებელი საცხი თითის ბალიშებით. ასე უფრო კარგად გადაანაწილებთ.
- დაიმატეთ მსუბუქი "რუჟი" ფუნჯის მეშვეობით - ოცდაათი წამი ამ პროცესზე.
- წარბები დაივარცხნეთ ჯაგრისით და დააფიქსირეთ გამჭირვალე გელით - ნახევარ წუთზე ნაკლები.
- გაიკეთეთ თვალის მაკიაჟი, არავითარი ჩრდილები და ისრები - მასზე 15 წუთი დაგჭირდებათ, თქვენ კი გეჩქარებათ. ამოინათეთ ყვრიმალები კონსილერით და დაიტანეთ ატმისფერი "რუჟი". ასე სულ ერთ წუთს დაკარგავთ.
- წამწამებზე წაისვით წყალგამძლე ტუში, თუკი გვიანობამდე მოგიწევთ მაკიაჟით ყოფნა. ამაზე დაკარგავთ ორმოც წამს.
- დააფიქსირეთ მაკიაჟი ფიქსაციის სპრეით - 10 წამი და მზად არის!
წყარო: peopletalk