2 ოქტომბერს, 1:05 საათზე, სავსემთვარეობას ველოდებით. სავსემთვარეობაზე მთვარე სრულია, გადავსებულიც კი და განსაკუთრებულად მოქმედებს დედამიწაზე, სითხეზე ჩვენს ორგანიზმშიც კი. იმპულსურობა და ემოციურობა პიკზეა. დადგენილია, რომ სავსემთვარეობაზე მომატებულია კონფლიქტურობა, ავარიულობა და არც ეს დღე იქნება გამონაკლისი, თუმცა ყველა მედალს აქვს ორი მხარე. მზე სასწორშია, სიყვარულის, სილამაზის აღმქმელ, პარტნიორობასა და ჰარმონიაზე მომართულ ნიშანში; მთვარე - ცეცხლოვან ვერძში, მის საპირისპირო ნიშანში. ვერძი არასდროს არავის არ უყურებს და მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. მას აქვს თავისი აზრი და სხვების მოსაზრებას არც კი განიხილავს. ყველგან და ყოველთვის მხოლოდ თვითონ არის მართალი. მუდამ მიდის თავისი გზით, გაუკვალავი ბილიკებით. სავსემთვარეობა ვერძში ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენზე.
თვითონ სავსემთვარეობის დღეს პლანეტა მარსი თავის ნიშანში - ვერძშია. მართალია, რეტროგრადულია, მაგრამ მომართულია აქტიურობაზე. შეიძლება შარშან ნათქვამი გაგიხსენოთ და მასზე მოგთხოვოთ პასუხი. ანუ რეტროგრადული მარსის თვისებაა, ადრე წაგებულის გამო რევანში აიღოს. გირჩევთ, აუცილებლად მოუსმინოთ (თუ არ გაითვალისწინებთ) მოწინააღმდეგეს აზრს. ამ დღეს არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას. უფრო მეტიც, თქვენ წარსული შედეგები, მიღწევები უნდა გააანალიზოთ.
სავსემთვარეობის დღეს მთვარე ვერძშია, სადაც იმყოფება მარსიც და შავი მთვარეც. მარსი სატურნსა და პლუტონს უპირისპირდება და ამ დღეს შეიძლება განსაკუთრებით იგრძნოთ უფროსის, ზემდგომების ზეწოლა. ან შეიძლება მოგთხოვონ ადრე გაცემული დანაპირების შესრულება. ნუ ეცდებით გამოავლინოთ ზედმეტი აქტიურობა. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, განსაკუთრებით, სპორტსმენები. ნუ გაფლანგავთ თქვენს ენერგიასა და ძალებს არაფრისმომცემ საქმეებზე.
სავსემთვარეობაზე ადამიანები (ქალებისაგანაც კი შეიძლება იგრძნოთ აგრესია) არიან აღგზნებულები, დესპოტურები და ეცადეთ, იყოთ ჰარმონიული საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. იყავით ფრთხილად ცეცხლთან, ასაფეთქებლებთან. დედამიწის ზოგიერთ ტერიტორიაზე შეიძლება იფეთქოს ხანძარმა ან მიწისძვრა მოხდეს. გირჩევთ, გააზრებულად იმოქმედოთ, მძაფრი შეგრძნებები კი ფილმებიდან ან წიგნიდან მიიღოთ. არ დაგეგმოთ არანაირი შეხვედრა, მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება. არ გირჩევთ უფროსთან (ოჯახშიც კი), ძალოვან სტრუქტურებთან დაპირისპირებას.
თუმცა პირადი ურთიერთობისთვის მარსი კარგ ასპექტს აკეთებს სიყვარულის პლანეტა ვენერასთან. ნუ გაგიკვირდებათ, თუ განახლდება ძველი სასიყვარულო კავშირები, თავს შეგახსენებენ ყოფილები. შეიძლება მოგინდეთ საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკული სიურპრიზის მოწყობა. ასეთ ტალღაზე ყოფნამ შეიძლება შეასუსტოს ვერძის სიჯიუტე და სიხისტე. თანაც, ურთიერთობასაც გაიუმჯობესებთ პარტნიორთან. შეგიძლიათ შემოქმედებითი იდეებიც კი განახორციელოთ, მაგრამ ფრთხილად იყავით მჭრელ და ცეცხლისმფრქვევ საგნებთან.
სავსემთვარეობის მისიაა, რომ რაღაც დაასრულოს. წელს პირველი ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოში გვქონდა 24 მარტს და ადვილი შესაძლებელია, დასრულდეს ის პროცესები, რაც ამ პერიოდში დაიწყო.
სავსემთვარეობას შედარებით მშვიდად იგრძნობენ ლომები (დაბადებულები 27 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით) და მშვილდოსნები (დაბადებულები 26 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით). თქვენი ახლობლების ცხოვრებაში ან სამსახურში შეიძლება მოხდეს მოვლენები, რაც თქვენს ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება, მაგრამ არა კონკრეტულად თქვენზე, არამედ რაღაცის ან ვიღაცის გავლენით, ან შეიძლება მიიღოთ სასიამოვნო შედეგი. გაგრძელება