ვაღიაროთ, რომ მწარე შოკოლადისადმი სიყვარული იმდენად ძლიერი არ არის, როგორც რძიანი შოკოლადისადმი. რამდენად სასარგებლოა სინამდვილეში რძიანი შოკოლადი და რა ემართება ჩვენს სხეულს მისი მირთმევისას?
შოკოლადი აძლიერებს ტვინის ფუნქციონირებას
- რძიანი შოკოლადი მაგნიუმით და მინერალებით არის მდიდარი, რომლებიც ტვინს აუცილებლად ესაჭიროება სწორად ფუნქციონირებისთვის. ცნობილია, რომ საკვანძო ქიმიური შემადგენლობა შოკოლადში, ტეობრომინი, მასტიმულირებელი ეფექტით გამოირჩევა, კოფეინის მსგავსად. 3-4 ნატეხი აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციას და მახსოვრობას. 2013 წელს სამეცნიერო ჟურნალ Neurology-ში ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებით დადასტურდა, რომ 30 დღის განმავლობაში ორი ჭიქა კაკაოს მიღების შედეგად 8%-ით გაიზარდა ტვინისათვის სისხლის მიწოდება, რამაც კოგნიტური აქტივობა გააუმჯობესა.
შოკოლადი აფერხებს დაბერების პროცესს
- კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერები ნიუ-იორკიდან სამი წლის განმავლობაში დაკვირვებას აწარმოებდნენ. შედეგად სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს: დიეტა, რომელიც ანტიოქსიდანტი პროდუქტებით არის მდიდარი, ეხმარება ტვინს ამილოიდების დაგროვებისგან დაცვაში, რაც შემდეგ დემენციას იწვევს. რძიანი ფილა მდიდარია აგრეთვე პოლიფენოლებით, რაც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან ათავისუფლებს, ეს უკანასკნელი კი ასაკობრივი ართრიტის მიზეზია. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 1998 წელს 8000 ადამიანზე ჩაატარეს ცდა. ნაწილი შოკოლადს თვეში სამჯერ ან მეტჯერ იღებდა, ნაწილი კი საერთოდ არ მიირთმევდა. შედეგად, ის რაოდენობა, რომელიც შოკოლადს მიირთმევდა, ერთი წლით უფრო დიდხანს ცოცხლობდა. მას შემდეგ მსგავსი კვლევა აღარ ჩატარებულა, თუმცა ამ კვლევაში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ ჩართულნი. შედეგად, ქალებზე როგორ აისახება ეს, ცნობილი არ არის.
შოკოლადი არ ვნებს კანს
- 1960 წელს ამერიკელმა დერმატოლოგებმა გამოაცხადეს, რომ შოკოლადს ყველა უნდა მოერიდოს, თუკი გლუვი და ბზინვარე კანი სურთ შეინარჩუნონ. თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა ეს მითი დაამსხვრია. შოკოლადის სასარგებლო თვისებებზე ავსტრალიაში ნიუქასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები. 2005 წლის დასკვნა კი ასე გამოიყურებოდა: შოკოლადი არ იწვევს აკნეს. მთელი პრობლემა კი შაქარში მდგომარეობს, რომელიც რძიან შოკოლადში ბევრია, თუმცა ზომიერად მირთმევა ეპიდერმისს ზიანს არ აყენებს. გამონაყარს სინამდვილეში იწვევს არა შოკოლადი, არამედ თეთრი პური, კარტოფილი და პასტა.