ქეთა თოფურია მეორე შვილს ელოდება - მომღერლის ოჯახური იდილია და სიყვარულის ამბავი
ქეთა თოფურია მეორე შვილს ელოდება. მომღერალი ორსულობას მალავს, თუმცა მისი ახლობლები პირად საუბრებში ამ ფაქტს ადასტურებენ. ქმართან დაშორებისა და რეპერ გუფისთან უიღბლო სიყვარულის შემდეგ, თოფურიამ წელიწადზე მეტია ახალი სიყვარული იპოვა.
მილიონერ დიპლომატ ლევ დენგოვისა და ქეთას ურთიერთობა წელიწადზე მეტს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი მინსკში, დენგოვის დაბადების დღეზე გაიცნო, სადაც ქეთა მიწვეული იყო, როგორც მომღერალი.
"მისი დაბადების დღე იყო. რადგან ის ჩვენი პროდიუსერის, ბაიგალის ნაცნობია, დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი. ეს არის ერთი ნახვით შეყვარება", - ასე გაიხსენა გაცნობის ისტორია ქეთამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ქეთას ახალი ფოტო, სადაც მისი გაზრდილი მუცელი შესამჩნევია
მართალია, წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის, მაგრამ ერთად ცხოვრობენ და როგორც ამბობენ, მალე ურთიერთობის დაკანონებასაც აპირებენ.
დიპლომატი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული. მას პირველი ცოლისგან 2013 წელს ვაჟი ლეონიდი შეეძინა. მეორედ კი 2015 წელს ირინა რაკზე იქორწინა. წყვილს ჰყავდა ქალიშვილიც, რომელიც წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. ირინას თქმით, ქმარმა ის მაშინ მიატოვა, როდესაც გაიგო, რომ პატარა გოგონას გადარჩენის შანსი არ იყო. გაგრძელება