ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. ზოგი ექსტრავერტია, ზოგი - ინტროვერტი... შესაბამისად, იმ ფაქტორზე, თუ კონკრეტულად რომელ ფსიქოტიპს განეკუთვნება ინდივიდი, დიდწილადაა დამოკიდებული მისი პირადი ცხოვრება და ურთიერთობები. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც არსებობს კონკრეტული, პრობლემატური თვისებები ხასიათში, რაც ხელს უშლის ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს, სიყვარულში ჰარმონიას და ბედნიერებას მიაღწიოს...
ვერძს პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს სიფიცხე და უტაქტობა უშლის.
კუროს - უაპელაციო სიჯიუტე და გადამეტებული სიდინჯე.
ტყუპის პრობლემა ქაოტურობაა. მას ხშირად ვერ გაუგია, ვინ უყვარს ან უყვარს კი საერთოდ?
კირჩხიბისთვის დამღუპველია ემოციური მიჯაჭვულობა პარტნიორთან. ასე იგი ამ უკანასკნელს პირიქით – გაქცევისკენ უბიძგებს.
ლომი შეცდომას უშვებს, როცა საყვარელ ადამიანს ნივთივით ექცევა.
ქალწულის პრობლემა ყოველთვისაა გადამეტებული კრიტიკა პარტნიორის მიმართ. გაგრძელება