ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ ბრედ პიტმა რომანი პოლონური წარმომავლობის 27 წლის მოდელ ნიკოლ პოტურალსკისთან გააბა, თუმცა ურთიერთობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და წყვილი უკვე დაშორდა ერთმანეთს.
ბრედისა და ნიკოლის დაშორების შესახებ ინფორმაციას Us Weekly ავრცელებს.
“ბრედი და ნიკოლი ერთმანეთს ახლახან დაშორდნენ. მათ ერთმანეთთან მოკლევადიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, რომელსაც თავადაც არ განიხილავდნენ სერიოზულად“, - ექსკლუზიურად უყვება წყარო გამოცემას.
ყვითელ პრესაში აგვისტოში დაიწერა 56 წლის ბრედისა და 27 წლის ნიკოლის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, მაშინ, როცა წყვილი პარიზში, აეროპორტში ერთად შენიშნეს. მათ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ერთად იმოგზაურეს. ამბობდნენ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავისა და მოდელის სასიყვარულო ურთიერთობა 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ისინი ერთად დაესწრნენ ქანიე უესტის კონცერტს ლოს-ანჯელესში. გაგრძელება