ძალიან ბევრი ადამიანია ამქვეყნად, ვისაც მტკივნეული ან ვერშემდგარი სასიყვარულო ურთიერთობების გამო საერთოდ დაკარგული აქვს იმის რწმენა, რომ გულწრფელი სიყვარული ოდესმე მასთანაც მივა. თუმცაღა თავად ფაქტი იმისა, რომ ადამიანს რაღაცის არ სწამს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს რაღაც ბუნებაში არ არსებობს. სიყვარული ჩვენ გარშემო, პატარ-პატარა წვრილმან პოზიტივებში ბუდობს. მთავარი ამის შემჩნევა და დაფასებაა. თუმცაღა საიმისოდ, რომ კვლავ შეძლოთ ამ გრძნობის აღქმა, რუსი ეზოთერიკოსები მარტივად დასამზადებელ ამულეტს გვთავაზობენ.
მისი დამზადება სავსემთვარეობისას ან მზარდი მთვარის პერიოდშია რეკომენდებული.
დაგჭირდებათ წითელი ხავერდის მატერია ან ასეთივე ხავერდის მზა ქისა, ჩაის ვარდის რამდენიმე ფურცელი, დეკორატიული გასაღები, ვარდისფერი ძაფი და ვარდისფერი კვარცის მომცრო ნატეხი. გაგრძელება