მშვენიერი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ბოლო დროს "ინსტაგრამზე" საკმაოდ საინტერესო ფოტოებს გვთავაზობს.
თაკო კიდევ უფრო დაიხვეწა, რაც მის სტილზეც აისახა. მოდელის გარდერობი შემოდგომის შესაბამისი ფერებით აივსო.
მოდელს ძალიან მოსწონს წითელი ფერის სამოსის და წითელი ტუჩსაცხის შეხამება, რაც ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ძალიან უხდება.
სადა, პასტელური ფერები ამ სეზონზეც ტრენდულია, რაც თაკოს ახალ ფოტოებშიც ჩანს.
საინტერესო ვარიანტია ბერეტის და პიჯაკის შეხამებაც, რაც ერთგვარი რისკიც არის.
ფაქტია, რომ ქართველ მოდელს ბევრი გამომწერი ჰყავს და ისინი მის მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. თაკოს აღიქვამენ, როგორც ქართული სილამაზის სიმბოლოს და ეს მათ მიერ დაწერილ გულთბილ კომენტარებშიც შეინიშნება.