25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მარადონას გული გაუჩერდა. ნოემბრის დასაწყისში მას ტვინზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც სახლში, ექიმების მეთვალყურეობით აგრძელებდა მკურნალობას.
არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. საფეხბურთო სამყარო "ფეხბურთის ღმერთს" ემშვიდობება და ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელებში მას ემოციურ პოსტებს უძღვნიან.
მარადონას ექსტრაორდინარულ ადამიანს უწოდებენ, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო როგორც დიდებით, ასევე მარცხითა და რთული პერიოდებით. ვნახოთ ფოტოებზე აღბეჭდილი მომენტები გენიალური ფეხბურთელის ცხოვრებიდან. იხილეთ ფოტოები