კარგიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
ერთ-ერთ ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოზე ნინოს კომენტარი დაუწერეს "როგორ არ ჭამთ ამ სიყვარულ ბავშვს? ჩასაყლაპია", რაზეც ტელეწამყვანმა უპასუხა "შეჭმული მყავს ფაქტიურად".
როგორც ფოტოებიდან ჩანს ნინო მზრუნველი ბებოა და თავისუფალ დროს შვილიშვილთან ერთად ხშირად ატარებს.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ფოტოებმა, რომლებშიც ბაბუ - გუგა კუზანოვიც ჩანს.
ამ ფოტოკადრებმა უამრავი დადებითი კომენტარი და ემოცია დაიმსახურა: "როგორი სიტკბოა, ბებო და ბაბუ ეიფორიაში ხართ ხომ?" - უწერენ ფოტოზე, "პატარა პრინცი" - წერს ია ფარულავა, "ანგელოზი" - აღნიშნავს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ნინო ნადირაძემ "სუპერ ბებოს" სტატუსიც დაიმსახურა, რადგან "Instagram-ზე" ხშირად აღნიშნავენ, რომ ტელეწამყვანი ძალიან კარგ ფორმაშია, ლამაზად და თან ახალგაზრდულად გამოიყურება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>