ულამაზესი და უმშვენიერესი, 16 წლის მოდელი მატილდა გვარლიანი საზოგადოებაში სულ რაღაც 2-3 წლის წინ გამოჩნდა და ყველა დიზაინერისა და ფოტოგრაფის ყურადღება მალევე მიიპყრო. უცხო და ეშხიანი ვიზუალის მქონე მოდელი ნელ-ნელა მაღალ ეშალონებს იპყრობს და გაჩერებას არ აპირებს.
ნახეთ მატილდა გვარლიანის სტილი
16 წლის უმშვენიერესი მოდელი მატილდა პირველად პოდიუმზე 2018 წელს გამოჩნდა და გვარლიანის უცხო და სახასიათო გარეგნობით მალევე ბევრი დიზაინერი დაინტერესდა.
მატილდას სვანური წარმოშობის გვარი აქვს, თუმცა ტრადიციებს მისი კარიერის წარმატებაში ხელი არასდროს შეუშლია. თინეიჯერი უკვე არაერთ წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობს.
16 წლის მოდელის საბოლოო მიზანი, როგორც თვითონ აღნიშნავს, წარმატებული სამოდელო კარიერა და "victoria secret-ის" მოდელობაა.
მატილდა საოცარ ფორმაშია. მასში ლამაზი სახის გარდა, დიზაინერებს გამოყვანილი და დახვეწილი სხეულიც მოსწონთ.
მოდელს თავისუფალი და სადა სტილი აქვს. გადაღებებიდან გამომდინარე, ყველაფერს ირგებს, თუმცა ყოველდღიურობაში კომფორტული და გემოვნებიანი სამოსი მოსწონს.
მატილდას მასზე ასაკით უფროსი ძმა ჰყავს. დათუნა გვარლიანი სამხედრო სამსახურშია და პარალელურად, მოდელობითაც არის გატაცებული.
მოდელმა სტილი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, რაც უნდა მოირგოს, ის მაინც ყველაფერს იდეალურად იხდენს.