მოდური ლუქები წელიწადის ყველაზე ფერადი ღამისთვის მზად არის. მთავარი წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, არის ელეგანტურობა, ლაკონურობა და თავდაჭერილობა. სწორედ ასე უნდა ჩაიაროს თეთრი მეტალის ხარის წელმა. ყურადღება გაამახვილეთ სველი ასფალტის ფერზე, მეტალიკზე, თეთრ, ნაცრისფერ და ყავისფერ ტონალობებზე.
ვერძი
- მიზანდასახული ვერძი ახალი წლის ღამეს ლედი-ბოსის იმიჯით უნდა წარდგეს. იდეალურად გამოიყურება შარვლის ორეული თეთრ ფერში. აუცილებლად გაუსვით ხაზი მაკიაჟს. ყურადღება გაამახვილეთ ყვრიმალებზე.
კურო
- კუროებს უყვართ კომფორტი, პრაქტიკულობა და სიმყუდროვე. დამდეგ ხარის წელს ჯინსებსა და ჯემპრში უნდა შეეგებოთ, სიმკვეთრე კი კატის თვალის მაკიაჟით შემატეთ.
ტყუპები
- ენერგიულ და ტემპერამენტულ ტყუპებს მინი-კაბები სჭირდებათ ბრწყინვალებისთვის. ყურადღება გაამახვილეთ მეტალიკის ფერზე. აუცილებლად შეარჩიეთ შესაფერისი მანიკიური თეთრ ან გრაფიტის ფერში.
კირჩხიბი
- თავდაჭერილ და ემოციურ კირჩხიბს კომფორტულობას ნაცრისფერი ტანსაცმელი მიანიჭებს. შეარჩიეთ პრინტებიანი კაბა ან მონოქრომული კოსტიუმი ქვედაბოლოსთან ერთად. ერთტონალობიანი უფერო ლუქი გააცოცხლეთ მკვეთრი ტუჩსაცხით.
ლომი
- ამბიციურ და მკვეთრ ლომებს ყოველთვის უნდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს. ბრჭყვიალა კაბა შეხსნილი ზურგით მეტალიკის ფერში, ჰოლოგრაფიული ზედა ან ლონგსლივი იდეალური გადაწყვეტილებაა. არ დაგავიწყდეთ შეარჩიოთ შესაფერისი ვარცხნილობა.
ქალწული
- ქალწულების ქალურობას და ელეგანტურობას კლასიკური კაბა გაუსვამს ხაზს. შეარჩიეთ ბზინვარე ფეხსაცმელი "ნავები" იმისათვის, რომ შეიქმნათ საახალწლო განწყობა.
სასწორი
- ნამდვილ ესთეტ სასწორს ხავერდის კაბა სჭირდება რეტრო-სტილში. შეავსეთ ლუქი ისრებითა და წითელი ტუჩსაცხით. ასე ნამდვილად მერილინ მონრო იქნებით.
მორიელი
- მორიელებს მოსწონთ იდუმალი იმიჯის შექმნა. ამიტომ კომბინეზონი და "სმოუქი აისი" იდეალური გადაწყვეტილებაა.
მშვილდოსანი
- ვნებიანი ავანტიურისტები სიახლეს აფასებენ, საკუთარი პოტენციალის დემონსტრირებისთვის კი სანელებლების ფერებზე უნდა შეაჩერონ არჩევანი.
თხის რქა
- პასუხისმგებლობის მქონე თხის რქებმა უნდა გაანებივრონ საკუთარი თავი ასიმეტრიული შოკოლადისფერი კაბით ან შარვლის ორეულით. მაკიაჟში უპირატესობა შიმერს მიანიჭეთ, დაივიწყეთ ჰაილაითერი.
მერწყული
- მერწულები განსხვავდებიან ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან კრეატიულობით. მათ შეუძლიათ სადღესასწაულო ლუქების შექმნა ყველაზე პატარა დეტალებითაც კი. მოირგეთ ფართოტოტებიანი კომბინეზონი ინდივიდუალურობის წარმოსაჩენად.
თევზები
- მეოცნებე და სენტიმენტალურ თევზებს რომანტიკული განწყობა უხდებათ. ყურადღება გაამახვილეთ ყვავილებით გაწყობილ კაბებზე, კომპლექტი კი დაასრულეთ კლასიკური "ნავებით".