რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია მეორე შვილის დედა გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პროდიუსერი ნატო დუმბაძე ავრცელებს.
მისივე ცნობით, ქეთას ვაჟი შეეძინა.
"აბა, მოვედი მახარობელი! ბიჭია, ბიჭიიიიიი! ქეთა თოფურიას ბიჭი შეეძინააა! ვულოცავ!" - წერს ნატო დუმბაძე.
ახალშობილის სახელი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ის ქეთა თოფურიასა და დიპლომატ ლევ ძენგოვის პირველი საერთო შვილია.
ცნობისთვის, ქეთა მეორე შვილს ბიზნესმენ ლევ დენგოვისგან ელოდებოდა. მას პირველი შვილი - ოლივია, ლევ გეიხმანისგან ჰყავს.
ყველაფერი დაიწყო 2019 წლის 8 ივნისს, მაშინ, როდესაც ბელარუსმა ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა მოსკოვში „Hilton“-ის სასტუმრო თავისი დაბადების დღის წვეულების აღსანიშნავად დახურა, მომღერლის სახით კი რუსული პოპ-ჯგუფი „A-studio” მიიწვია. სწორედ იმ მომენტიდან ქეთა თოფურიასა და ლევის სიყვარულის ისტორია იწყება: ჯერ მიმოწერები და შეხვედრები, მალევე ზღვისპირა სანაპიროებზე დასვენება და 2020 წლის დასაწყისში უკვე საერთო შვილის მოლოდინი. იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>