შეიძლება ზოგიერთის ცხოვრებაში გაზაფხული თებერვალში დადგეს. საქმე იმაშია, რომ სწორედ ახლა იწყება იმედების, რომანტიკული თავგადასავლების პერიოდი, რომელსაც ყველა იგრძნობს. გავეცნოთ სასიამოვნო სიახლეებს.
წლის ყველაზე პატარა თვე აქტიური და ხალისიანია. განსაკუთრებით დატვირთული იქნება მოვლენებით თვის მეორე ნახევარი. სხვათა შორის, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩინური ახალი წელი სწორედ თებერვალში დგება და საახალწლო სურვილების ჩაფიქრების კიდევ ერთი შანსი გეძლევათ.
1-10 თებერვალი - ამ პერიოდში უნდა გათავისუფლდეთ ყველაფერი ძველისგან, დრომოჭმულისგან, გამოუსადეგარისგან. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს განვითარებაში, წინსვლაში. კრიტიკულად შეაფასეთ საკუთარი თავი. დახურეთ კარი წარსულში და მოემზადეთ სასიამოვნო სიახლეებისთვის. შეამცირეთ კალორიული და მავნე საკვების მიღება. კარგი იქნება დიეტის დაცვაც, თუნდაც 19 საათის შემდეგ აღარ მიირთვათ საჭმელი. იზრუნეთ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა, ციგუნი.
12 თებერვალი - ახალმთვარეობა. სწორედ დღეს აღნიშნავენ ჩინურ ახალ წელს. უნდა გავაცილოთ თაგვის წელი და შევეგებოთ ხარს. არ დაგავიწყდეთ მისი გამოსახულების ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე დადება. იყავით ხალისაანი, პოზიტიური, შეადგინეთ სამომავლო სამოქმედო გეგმა. შეგიძლიათ სხვადასხვა რიტუალიც კი ჩაატაროთ. ერთი ასეთი ტურმალინით კეთდება: დაწერეთ ფურცელზე თქვენი სანუკვარი სურვილი. ფურცელზე დადეთ ტურმალინი (ან მისი სამკაული) და ანთებული სანთელი. დააცადეთ სანთელს ბოლომდე ჩაწვა, ფურცელი შეინახეთ, ტურმალინი კი, მთელი თვით, თქვენი ამულეტი გახდება. ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოში დგება. შეეხმიანეთ მეგობრებს. შეგიძლიათ შინ პატარა წვეულებაც კი მოაწყოთ და იმხიარულოთ.
12-26 თებერვალი - მთვარე იწყებს მატებას. დაიწყეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, სწავლა, მიზნების სისრულეში მოყვანა. გაიღვიძეთ ერთი საათით ადრე, ივარჯიშეთ, მოემზადეთ, რომ გაზაფხულს ენერგიული და წარმატებული შეხვდეთ. შეყვარებულებს ეს პერიოდი ურთიერთობის გაუმჯობესებასა და დასტაბილურებას ჰპირდება, მარტოხელებს კი - ახალ რომანტიკულ ნაცნობობას.
27 თებერვალი - ზამთრის უკანასკნელი სავსემთვარეობა. მიეცით საკუთარ თავს ამოსუნთქვის შესაძლებლობა. მეტად დაისვენეთ. გაფრთხილდით, მომატებულია ექსტრემალური სიტუაციების, ავარიებისა და დანაკარგების ალბათობა.
28 თებერვალი - თვის ბოლო დღიდან მთვარე კლებას იწყებს. ამ დღეს მეტად იზრუნეთ სახლში სიმყუდროვის, ჰარმონიის შექმნაზე. მოამზადეთ გემრიელი კერძი. მოიწყვეთ სასიამოვნო პროცედურები (თუნდაც მასაჟი).
თვის ყველაზე კარგი დღეები: 6, 9, 12, 15, 20, 25 და 26 თებერვალი. ამ დღეებში დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, საქმეები.
კარგი დღეები თმის შეჭრისთვის: 8, 17, 25 და 27 თებერვალი.
კარგი დღეები კოსმეტიკური პროცედურებისთვის: პირველი, 7, 22, 24 და 28 თებერვალი.
კარგი დღეები საყიდლებისთვის: 15, 16, 18, 20 და 25 თებერვალი.
კარგი დღეები მგზავრობისთვის: 6, 9, 12, 20 და 26 თებერვალი.
კარგი დღეები დღესასწაულების მოსაწყობად: 12, 17-19, 20-23 და 26 თებერვალი.