ვერძი
მარტოხელებისთვის: იმდენად საინტერესო მოვლენებით აღსავსე ცხოვრება გელოდებათ, რომ ახალგაცნობილი მამაკაცების უმეტესობას გულგატეხილებს დატოვებთ, მათთვის დრო არ დაგრჩებათ. საინტერესო შეხვედრები კი მოსალოდნელია ყველგან: ქუჩაში, მაღაზიაში, სამსახურში...
რჩევა: ერთ-ერთი შეხვედრა შეიძლება იყოს საბედისწერო, ამიტომ არავის უთხრათ ნაცნობობაზე უარი.
დაწყვილებულებისთვის: მშვიდი, პერიოდი გელოდებათ. რომ არ მოიწყინოთ, გააამდიდრეთ ყოველდღიურობა რომანტიკით.
რჩევა: რომანტიკა მხოლოდ ვალენტინობის დღესთან არ ასოცირდება. ეცადეთ ყოველდღიური ცხოვრებაც აღსავსე იყოს მზრუნველობითა და სიყვარულით. უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ, გაერთეთ.
კურო
მარტოხელებისთვის: ვარსკვლავებმა გამოცდა მოგიწყვეს: გაგიტაცებთ ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ჯდება თქვენს იდეალში. შეიძლება რომანი არ განვითარდეს, მაგრამ მოვლენებს სხვაგვარად შეხედავთ, ღირებულებებს გადააფასებთ.
რჩევა: არ გადავარდეთ დეპრესიაში, როცა მეგზური წარსულში დარჩება. შეხედეთ ამ ეპიზოდს, როგორც ცხოვრების გაკვეთილს.
დაწყვილებულებისთვის: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ ძველებურად რომანტიკული აღარ ხართ. თითქოს აღარც კი შეგეფერებათ.
რჩევა: იმისათვის, რომ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეგეცვალოთ, მეტად უნდა გაისარჯოთ. მზრუნველობა ხანდახან ვნებამ და ცდუნებამ უნდა ჩაანაცვლოს.
ტყუპი
მარტოხელებისთვის: დაიღალეთ წვეულებებისა და ხმაურიანი გართობისგან. იცვლებით, ემოციები და ცნებები ჩაცხრა. ახლა საყვარელ ადამიანთან ჩახუტება და თბილი საღამოების რომანტიკულად გატარება მოგინდებათ.
რჩევა: დაიცადეთ, კლუბურ სამოსს ჯერ ნუ გადაყრით.მომავალი პარტნიორი შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციაში, ადგილას გაიცნოთ.
დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანი თქვენზე განაწყნებეულია და შეიძლება იცით კიდეც რატომ. გადაწყვიტეთ, გინდათ მომავალშიც ერთად ყოფნა თუ უნდა დახუროთ ცხოვრების ეს ფურცელი?..
რჩევა: სანამ პირად გრძნობებში არ გაერკვევით, დაძაბულობა არ გაქრება. მარტომ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. შეგიძლიათ ტაიმ-აუტი აიღოთ და დაქალთან და მშობლებთან იცხოვროთ ცოტა ხანი.
კირჩხიბი
მარტოხელებისთვის: ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას 14 თებერვლისთვის გიმზადებენ. ეს შეიძლება ვირტუალური ნაცნობობა იყოს, მაგრამ ხანგრძლივ და ბედნიერ კავშირში არ გადაიზარდოს.
რჩევა: ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. თავით გადაეშვით სასიყვარულო ორომტრიალში.
დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება დაგეძაბოთ ეჭვიანობის, ვარაუდების გამო. თავადაც იცით, რომ ხანდახან "გადაამლაშებთ" ხოლმე და 14 თებერვალი ის დღეა, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეცვალოთ.
რჩევა: სინაზე და გულწრფელობა - აი, თქვენი პოლიტიკა. დაანახვეთ პარტნიორს, რომ თქვენთვის ძვირფასია. ერთადერთი და განუმეორებელია.
ლომი
მარტოხელებისთვის: სექსუალური თვე გელოდებათ. მუდამ და ყველგან მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეთ. ახალი სიყვარულისგან შეიძლება ცხოვრების ჩვეული ტემპიდან ამოვარდეთ.
რჩევა: მამაკაცები ყურადღებით აგავსებენ. ფლირტისა და კომპლიმენტებისთვის მოემზადეთ. შეიძლება ყველაფერი სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზარდოს, მაგრამ მოსაგონრად კარგი იქნება.
დაწყვილებულებისთვის: გადახედეთ პარტნიორთან ურთიერთობას თუ რაღაც არ მოგწონთ, მაგალითად მუდმივი კონტროლი და თქვენი თავისუფლების შეზღუდვა, მშვიდად დაელაპარაკეთ. იმასაც გაარკვევთ, მისი ეჭვიანობა სიყვარულის გამოხატვაა თუ - თქვენი დამორჩილების.
რჩევა: თუ ურთიერთობა ტოქსიკური გახდა, დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანს. ნუ დაადანაშაულებთ ნურაფერში, უბრალოდ აუხსენით, რა არ მოგწონთ.
ქალწული
მარტოხელებისთვის: ინტერესი გაგიმძაფრდებათ სრულიად განსხვავებული ტიპაჟის მიმართ. შეიძლება ისე მოიქცეთ ან ილაპარაკოთ, რაც ადრე სრულიად მიუღებელი იყო თქვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა თავიდან რთული იქნება, საერთო ენას მაინც გამონახავთ.
რჩევა: ნუ გადააკეთებთ მამაკაცს, მიიღეთ ისეთი, როგორიცაა.
დაწყვილებულებისთვის: თუ აღარ გახარებთ საყვარელი ადამიანის დანახვა და მოგბეზრდათ მისთვის დიასახლისობა, დროა, უკან გადაახვიოთ.
რჩევა: თავიდან გაიცანით თქვენი საყვარელი ადამიანი. ვალენტონობაზე მოაწყვეთ სიყვარულის დღესასწაული. გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა ერთმანეთი გიყვარდათ, მხიარულობდით. "დაბრუნდით" ცხოვრების ამ ეტაპში.
სასწორი
მარტოხელებისთვის: ახალი ნაცნობი თქვენს ცხოვრებას საინტერესოს და ამაღელვებელს გახდის. რომანი იქნება ხანგრძლივი და ბედნიერი.
რჩევა: ნუ გერიდებათ ინიციატივის გამოხატვა და იმ მამაკაცთან დალაპარაკება, ვინც მოგწონთ. იყავით ღიმილიანი, მსუბუქი, მიმართეთ ფლირტს.
დაწყვილებულებისთვის: ურთიერთობა დალაგდება. დატკბებით ერთად ყოფნით, სიყვარულითა და რომანტიკით.
რჩევა: თუ დრო და შესაძლებლობა გაქვთ, რამდენიმე დღით რომანტიკული უქმეები მოიწყვეთ. ან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, ეცადეთ, მეტად დატკბეთ ერთმანეთით.
მორიელი
მარტოხელებისთვის: გულისთქმას უნდა ენდოთ. ის გიკარნახებთ, როგორი პარტნიორი გჭირდებათ. თუ ადამიანის დანახვისას "ქიმიური რეაქციები" არ აღგენიშნებათ, ის თქვენი საბედო არ ყოფილა.
რჩევა: თებერვალი საუკეთესო პერიოდია საკუთარი თავის გაუმჯობესებისთვის: კოსმეტოლოგია, სტილი, განათლება. მომავალ რომანტიკულ პარტნიორს გაუმჯობესებული უნდა შეხვდეთ.
დაწყვილებულებისთვის: კარიერა მეორეხარისხოვანი გახდება და ძირითად დროს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას დაუთმობთ. იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე, ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესებაზე.
რჩევა: სახლისა და სამსახურის საქმეები ბევრ დროს გართმევთ. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან განმარტოებისთვის.
მშვილდოსანი
მარტოხელებისთვის: ერთი ნახვით სიყვარული კარგას არაფერს მოგიტანთ. მეორეთაც და მეათედაც უნდა შეხედოთ ადამიანს, რომ კარგად გაიცნოთ და მერე გაგიჩნდეთ მის მიმართ გრძნობა. პირველ გაცნობილს გულს ნუ გადაუშლით.
რჩევა: იყავით გულწრფელი და ტყუილ იმედებს ნუ ჩაუსახავთ ადამიანს, ნუ თამაშობთ სხვისი გრძნობებით.
დაწყვილებულებისთვის: დრამის გმირად ნუ მოგაქვთ თავი. პარტნიორს უყვარხართ და გაფასებთ. ეჭვიანობისა და ვარაუდების მიზეზი კი არ გაქვთ.
რჩევა: მშვიდი დიალოგი ერთმანეთთან, რომანტიკული საღამოები და ფლირტი კიდევ უფრო გაახალისებს თქვენს კავსირს.
თხის რქა
მარტოხელებისთვის: მოულოდნელად გააბამთ რომანტიკულ ურთიერთობას ადამიანთან, ვინც შეიძლება ერთი შეხედვით არც კი მოგეწონოთ. ეს უფრო გართობა იქნება, ვიდრე ნამდვილი გრძნობები.
რჩევა: ნუ მიიჩვევთ ადამიანს, თუ მის მიმართ გრძნობები არ გაგაჩნიათ.
დაწყვილებულებისთვის: უჩვეულო ცვლილებების განწყობაზე დადგებით. ხან საყვარელ ადამიანს გამოცდით საიმედოობაზე, ხან თავად მოიქცევით უჩვეულოდ. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობასაც და ურთიერთობასაც.
რჩევა: ადრენალინის მოზღვავება თუ გსურთ, მიმართეთ სასიამოვნო, რომანტიკულ საშუალებებს, რაც ადრე არ გაგიკეთებიათ: საჰაერო ბურთით ფრენა, სნოუბორდი.
მერწყული
მარტოხელებისთვის: თებერვალში შეხვდებით ადამიანს, რომელთან ურთიერთობა იდეალური ფაზლივით აეწყობა. ჩაალაგეთ პირადი ნივთები და გადადით მასთან საცხოვრებლად.
რჩევა: ნურაფერზე ფიქრობთ, დატკბით ახალი რომანტიკული კავშირით.
დაწყვილებულებისთვის: სიყვარული და ურთიერთგაგება გახდება თქვენი მთავარი საზრუნავი. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი რომანტიკული პაემნებით, გემრიელი დესერტებით.
რჩევა: თვითრეალიზიაციაში არაფერი გიშლით ხელს, ერთად ყოფნა ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
თევზები
მარტოხელებისთვის: თებერვალი მსუბუქ ფლირტსაც გპირდებათ და ღრმა, საინტერესო გრძნობების გამოცდასაც. ზოგჯერ შეიძლება მოწყენილობის გამო გააბათ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ გაფრთხილდით, ყველაფერს ნუ დაუჯერებთ. თუმცა, ვისაც ნამდვილად შეუყვარდებით, ის იმედებს არ გაგიცრუებთ.
რჩევა: თუ ადამიანი თავდაჯერებულად გეფიცებათ სიყვარულს, არ დაუჯეროთ, მან ეს როლი მილიონჯერ გაითმაშა სხვა გოგოებთან, ნამდვილი სიყვარულის ახსნას დაბნეულობა და უხერხულობა ახლავს.
დაწყვილებულებისთვის: ის ადამიანი, ვინც ახლა თქვენ გვერდითაა დახმარებას და გაგებას საჭიროებს. არაა გამორიცხული, რომ მასთან დაშორება გქონდეთ გადაწყვეტილი, მაგრამ იქნებ არ ღირს ამ ნაბიჯის ასე ნაჩქარევად გადადგმა.
რჩევა: გაახალისეთ სასიყვარულო კავშირი, მოიწყვეთ რომანტიკული პაემანი, გაისეირნეთ ქალაქგარეთ. გაიხსენეთ, როგორი ბედნიერები იყავით, როცა ერთმანეთი გაიცანით.