ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ქართველ საზოგადოებას ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა და უყვარს. გვანცა უკვე წლებია ტელეწამყვანის ამპლუაშია და მაყურებელს თავის მიმართ ყოველთვის დადებითად განაწყობს. ულამაზესი მოდელი ქალაქგარეთ - მცხეთაში ცხოვრობს, ორი უმშვენიერესი შვილი: ლილე და ერეკლე ჰყავს და ოჯახთან ერთად სოციალურ ქსელებში ბევრ საინტერესო თემაზე, ოჯახსა და მეგობრებზე გამომწერებს ხშირად ესაუბრება.
გვანცა საოცარ ფორმაშია, მუდმივად გემოვნებიანად აცვია და იცის, რა სტილისა და როგორი ფერის სამოსი უნდა მოიხდინოს.
ნახეთ გვანცა დარასელიას ტოპ 5 "ლუქი":
უმშვენიერესი მოდელი თითქმის ყველა სტილს იხდენს. სამსახურიდან გამომდინარე, გვანცა უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს, თუმცა "ინსტაგრამ სთორებში" სახლის ფორმაშიც ხშირად გვევლინება, რაც არანაკლებ უხდება.
გვანცას სტილის მთავარი ნიშანი ის არის, რომ იცის, სად რა უნდა ჩაიცვას. მოდელი არასდროს გამოიყურება ვულგარულად და მოდისა თუ გარემოს შესაბამისად იდეალურად იმოსება.
ტელეწამყვანს კაბა და პიჯაკი გამორჩეულად უხდება, აკადემიური და კლასიკური სტილი მის გარეგნობას უფრო დახვეწილს ხდის.
იმის გარდა, რომ გვანცა გემოვნებიანად იცვამს, მას არასდროს ავიწყდება ოჯახის წევრები. პატარა გოგონა ლილე და ბიჭი ერეკლე საზოგადოებაში ყოველთვის გემოვნებიანად ჩაცმულები ჩნდებიან.
გვანცა წლების წინ საქართველოს სახელით "მის სამყაროს" კონკურსზე გავიდა, საიდანაც ქართველმა მაყურებელმა ის პირველად გაიცნო. გვანცას გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოდელსა და ტელეწამყვანს თავისი სტილი აქვს, ის ინდივიდუალურია.
შავგვრემან მოდელს წითელი ფერი განსაკუთრებით უხდება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>