ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე დღის წინ ქმარ-შვილთან ერთად ამერიკაში დაბრუნდა. ყოფილი ტელეწამყვანი და ინფლუენსერი ნუკი ხშირად უზიარებს გამომწერებს ყოველდღიურ ვიდეოკადრებს. ამჯერად მან თოვლიანი ნიუ-იორკის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ერთობა ოჯახი სუსხიან ზამთარში.
ნუკი ასევე აღნიშნავს, რომ ცენტრალური პარკი საკუთარი სახლიდან საკმაოდ ახლოსაა. ინფლუენსერის თქმით, ქალაქის მერი მისი მეზობელია.
ნუკი კოშკელიშვილი დაახლოებით ერთ წელზე მეტი იმყოფებოდა საქართველოში და პანდემიის გამო უკან ვერ ბრუნდებოდა. საახალწლოდ კი მეუღლე ბენჯი ხაიმი ეწვია თბილისში. წყვილს ერთი ვაჟი - ოლივერი ჰყავთ, რომელსაც ნუკი ოვის ეძახის.