Dolce & Gabbana-მ ერთი წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა დევა კასელთან გააგრძელა და "დოლჩეს გოგოს" მონაწილეობით ახალი სარეკლამო ვიდეორგოლიც გამოუშვა.
Dolce & Gabbana-ს წარმომადგენლების თქმით, დევა იდეალურად წარმოაჩენს „დოლჩეს გოგოს” განწყობასა და ენერგიას.
სუნამოს არომატებში Dolce-ს ოთხ განსხვავებულ სურნელს შეხვდებით: Dolce Peony, Dolce Shine, Dolce Garden და ახლა უკვე Dolce Rose ვარდის არომატით.
ცნობისთვის, წინა ზაფხულს დევა კასელი Dolce Shine-ის სარეკლამო კამპანიასა და ვიდეორგოლში პირველად გადაიღეს.
ამ კვირაში კი ახალი არომატის, Dolce Rose-ის წარდგენა გაიმართა. გადაღებები იტალიის სოფელ ბელაჯიოში მიმდინარეობდა.
მსოფლიო სელებრითების მშობლების, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილისთვის ეს წელი წარმატებით დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონა 16 წლისაა Dolce & Gabbana-ს სახე გახდა და ფრანგული ჟურნალის, ELLE-ის გარეკანზე 2-ჯერ დაიბეჭდა. მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.