საზოგადოებამ ნახა, თუ როგორ ულოცავენ ქართველ სელებრით ქალებს ვალენტინობის დღეს და რა საჩუქრებს ჩუქნიან. თუმცა საინტერესოა, როგორ ულოცავენ თავად ქალბატონები მეორე ნახევრებს ამ დღესასწაულს.
ცნობილი ქართველი ქალები თავიანთ რჩეულ მამაკაცებს ვალენტინობის დღეს სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებითა და ფოტოებით ულოცავენ...
ნინო მაჩაიძე, ოპერის მომღერალი:
"ჩემო სიმპათიურო და ტკბილო ვალენტინ! ვალენტინობას გილოცავთ ყველას და გისურვებთ თქვენი ცხოვრების ტკბილი ვალენტინი გეპოვოთ!" - წერს მომღერალი.

ნინო მაჩაიძე იტალიელ მომღერალზე, გვიდო ლოკონსოლოზეა დაქორწინებული. წყვილს მეორე შვილი ცოტა ხნის წინ შეეძინა.
თავის მეუღლეს წმინდა ვალენტინის დღეს ულოცავს კიდევ ერთი ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი:
"ჩემი ცხოვრების ყოველ დღეს, წუთს და წამს მიყვარხარ! ვალენტინის დღეს გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო!" - წერს ანიტა.

მომღერლის მეუღლე ყოფილი მორაგბე, მუსიკოსი ოთო მაისურაძეა.
მეუღლეს ვალენტინობას ულოცავს, ასევე, მოდელი ვიქტორია პლეშაკოვა, რომელიც ფართო საზოგადოებამ ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით გაიცნო. ვიქტორია მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც ამერიკის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. წლებია, შტატებში ცხოვრობს და "სუხიშვილების" მოცეკვავეზე - გუგა თოიძეზეა დაქორწინებული.

"ჩემი ვალენტინი" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და მეუღლესთან, ტელეწამყვან ნოე სულაბერიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
იხილეთ სრულად