მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი 2 შვილის დედაა.
ის ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და ცდილობს, რომ ადამიანებს დადებითი მუხტი გაუნაწილოს.
მსახიობი ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და ბოლო დროს საინტერესო ფოტოსესიებით უფრო ხშირად გვანებივრებს.
მისი დახვეწილი ვარცხნილობა გამომწერებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და დღემდე დადებითად აფასებენ.
ისინი ლელას ყურადღებით ანებივრებენ და აღნიშნავენ, რომ ზღაპრულად გამოიყურება.
ლელა კლასიკური სტილისადმი განსაკუთრებული სიყვარულითაა განმსჭვალული. მას ღია ფერის ტონები მოსწონს. უპირატესობას თეთრ ფერს ანიჭებს,
თუმცა ფერადი სამოსიც მისი სტიქიაა.
ის ყოველთვის ქალური და მომხიბლავია, რასაც მისი ღიმილი კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.
მსახიობი რეტრო-სტილის კაბებს და მკვეთრ ფერებში გადაწყვეტილ სამოსსაც სწყალობს, რაც ძალიან უხდება.
მშვენიერი ქალბატონი ლამაზი აქსესუარების მიმართაც არაა გულგრილი, რაც მისი ახალი ფოტოებიდან ნათლად ჩანს.