კულინარიული პროექტის, "მასტერშეფის" გამარჯვებული ნუცა სურგულაძე საზოგადოებას თავის რეცეპტებს ხშირად უზიარებს. ნუცამ გამომწერებს შვრიის ნამცხვრის ორიგინალური რეცეპტი გაუზიარა, რომელიც გემრიელი საუზმის მოსამზადებლად უმარტივესია.
ინგრედიენტები:
- ნახევარი ჭიქა შვრია
- ერთი კვერცხი
- ერთი ბანანი
- ნახევარი ჭიქა რძე
- ვანილი
- გამაფხვიერებელი
- ერთი კოვზი თაფლი
- ნახევარი კოვზი დარიჩინი
- ერთი კოვზი მიწის თხილის კარაქი
- შოკოლადი
მომზადების წესი:
შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, ათქვიფეთ ბლენდერში და ჩაასხით საცხობ ფორმაში. შეგიძლიათ მასა რამდენიმე პორციად გადაანაწილოთ. შედგით მიღებული მასა 200 გრადუსზე 15 წუთით ღუმელში და გემრიელად მიირთვით.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>