ენგურთან მომხდარმა ტრაგედიამ დღეს მთელი საქართველო შეძრა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 4 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. მეოთხე გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ენგურში გარდაცვლილთა შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. გარდაცვლილ მაყვალა გამისონიას და ჯონი გვილიას არასრულწლოვანი შვილები დარჩათ.
"მაყვალა გამისონია და მისი მეუღლე სოფელ წარცესი ცხოვრობდნენ. 3 შვილი ჰყავთ. უფროს გოგონას სკოლა დამთავრებული აქვს, დანარჩენი ორი სკოლის მოსწავლეა. დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ და ოჯახისთვის საჭირო წვრილმანები ეყიდათ, რადგან იქ არაფერი იშოვება... ერთ ეზოში ცხოვრობენ, ის და თამუნა ცატავა, მეორე დაღუპული გოგონა, რომელსაც 3-4 წლის შვილი დარჩა" - ამბობს AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ახლობელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
"გამოცდა რომ ჩამებარებინა, "საზღვრამდე" სამი მთა გადმოვიარე... ლამის გავიყინეთ" - რატომ უხდებათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა სიცოცხლის რისკის ფასად?