ის არის თქვენი ღირებულებების და ცხოვრებისეული მიზნების ანარეკლი.
მერწმუნეთ, მას დაუყოვნებლივ ამოიცნობთ და უამრავ ადამიანში არ გამოგრჩებათ.
უცხოელი ბლოგერი გვიყვება თავის გამოცდილებას, თუ რა ეტაპი გაიარა ნამდვილ სიყვარულამდე და როგორ იცნო ის.
"ჩემს მომავალ მეუღლესთან შეხვედრამდე, გულწრფელად ვამბობ, დარწმუნებულიც კი არ ვიყავი, მინდოდა თუ არა, სერიოზული ურთიერთობა, მით უფრო კი ქორწინება.
ვიხსენებ და ვაანალიზებ წარსულს.
მესმის, რატომაც ვფიქრობდი ასე.
საქმე იმაშია, რომ ყველა ბიჭი, ვისაც ვხვდებოდი, იმდენად შორს იყო ჩემგან და იმდენად უცხო, რომ რამდენიმე თვეზე მეტ ხანს ერთად ყოფნის იდეაც კი არ გამჩენია.
პრინციპში, შეუძლებელი იყო, იმდენად შეუთავსებლები ვიყავით.
გამოგიტყდებით, მეც არ ვიყავი ანგელოზი და საერთოდ არ ვცხოვრობდი ისე, როგორც მინდოდა.
გაცნობიდან ძალიან ცოტა დრო იყო გასული, როდესაც ჩემმა მომავალმა მეუღლემ ერთად ცხოვრება შემომთავაზა.
ერთი წუთითაც არ მიფიქრია და უყოყმანოდ ვუპასუხე „დიახ“. თითქოს ეს მე არ ვიყავი, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.
ყველაფერი ისეთი, სასიამოვნო, მარტივი და სიტყვებს მიღმა არსებული იყო.
ეს აქამდე არასდროს მომხდარა: რაც არ უნდა გაგვეკეთებინა ერთად, ამას სიხარული და სიამოვნება მოჰქონდა. როგორი უთანხმოებაც არ უნდა წარმოქმნილიყო- ჩვენ მას პირდაპირი მნიშვნელობით ვიცილებდით.
ჩვენ ერთმანეთს აღარც კი ვკითხეთ: „გიყვარვარ?“. ამაში ეჭვი არც შეგვპარვია და არაფრის გვეშინოდა. ჩვენ ეს უბრალოდ ვიცოდით.
„ჩვენ უბრალოდ ვიცოდით.“- ვიცი, რომ ეს ცოტა უცნაურად ჟღერს.
თქვენ შეიძლება იდავოთ: „როგორ შეგიძლია უბრალოდ იცოდე, რომ შეხვდი შენი ცხოვრების სიყვარულს?“,
„გარკვეული სიგნალები არსებობს, თუ როგორ ხდება ეს?“, ეს სისულელეა და ახალგაზრდა ქალბატონებისთვის გამოიგონეს!“..
მაგრამ მათ, ვისაც ეს განუცდია, იციან როგორ ხდება..
და იცით რა? ორი შესანიშნავი აღმოჩენა გავაკეთე.
(ეს არის აღმოჩენები, რომლებიც მე თვითონ გავაკეთე და ძალიან მინდა გაგიზიაროთ.)
ვინ არ არის თქვენი მომავალი ქმარი.
მე დავიწყებ თავდაპირველი საფუძვლებიდან:
თქვენი მომავალი მეუღლე ნამდვილად არ არის ის, ვინც პატივს არ გცემთ თქვენ და თქვენს საზღვრებს. არც ერთი მათგანი, ვისთვისაც საკუთარი საჭიროებები და მოთხოვნებია უპირველესი, ვიდრე თქვენ.
არ არის ის, ვის გამოც უარს აცხადებთ თქვენი მიზნებისკენ წასვლაზე, ან წყვეტთ ოცნებას. თქვენ არასდროს მოგიწევთ არჩევანის გაკეთება მასთან ყოფნასა და თქვენს ღირსებას შორის, თუ ეს თქვენი მომავალი ქმარია.
და 100% - თქვენი მომავალი ქმარი არასდროს იტყვის, რომ თქვენთან რაიმე სერიოზულს არ გეგმავს, გულს არასდროს გაგიტეხთ და განზრახ არ გავნებთ. თქვენი მომავალი მეუღლე ტყუილების კორიანტელში არ გაგხვევთ.
თქვენი მომავალი მეუღლე არ არის ის, ვის გვერდითაც გიწევთ „დაითანხმოთ“ საკუთარი თავი, რომ დარჩეთ კიდევ კიდევ ცოტა ხნით, იმ იმედით: „იქნებ ის შეიცვალოს“..
ის ისეთი ადამიანი არ არის, რომ თქვენი ცხოვრება გააუარესოს. არ უნდა ფიქრობდეთ, მარტო ყოფნის დროს უკეთ ვიყავიო. ან ის, ვის გამოც „Google- ში“ ეძებთ პასუხს კითხვაზე, ნორმალურია თუ არა თქვენი ურთიერთობა.
როგორ უნდა მივხვდე?
რადგან თქვენი მომავალი მეუღლე არის ის, ვისაც ეეჭვება, რომ მისი ერთადერთი ხართ. თქვენი მომავალი მეუღლე არის ადამიანი, რომელიც შეესაბამება თქვენს მოლოდინს, სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინების შესახებ.
თქვენ თავსებადი ხართ ერთმანეთთან და ირჩევთ ერთმანეთს. გსურთ უყუროთ ყოველდღე.
თქვენ „უბრალოდ მიხვდებით“, როდესაც შეხვდებით თქვენს მომავალ მეუღლეს, რადგან, მასში საუკეთესოს აღმოაჩენთ.
თუ ვინმე არ შეესაბამება თქვენს სტანდარტებს, ან არღვევს საზღვრებს, გაიქეცით ასეთი ადამიანისგან! ეს არ არის თქვენი მომავალი ქმარი!
ამის ცოდნა ხომ ერთადერთი გზაა, დარწმუნებულები იყოთ საკუთარ თავში და თქვენს სურვილებში.
წყარო: Cluber
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>