ინტერნეტ სივრცეში ქართველი ჯონ სნოუს - ვარლამ გოლეთიანის ახალი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე და რიონის ხეობის მკვიდრი შესანიშნავად მღერის.
ვარლამი განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში გამოირჩევა, რადგან სწორედ მათ შეამჩნიეს სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟთან მისი მსგავსება.
ვარლამმა სასულიერო აკადემია დაამთავრა, თეოლოგიური განათლება მიიღო და ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სასწავლებელში გალობის ისტორიაც შეისწავლა, ის ამავდროულად ფოლკლურ ანსამბლ "სახიობას" წევრია და სიმღერით არის დაკავებული.
ახალგაზრდა მამაკაცი ქართველი გოგონების გულთამპყრობელია და მის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო მეტად იზრდება.
ნახეთ თავისუფალია თუ არა ვარლამის გული და საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრების შესახებ