მომღერალი ნუცა ბუზალაძე რუსულ შოუს ეწვია და ფურორიც მოახდინა. ჟიური ემოციებს ვერ მალავდა. მათ ქართველი მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერა ძალიან მოეწონათ.
ნუცა იდეალურად გამოიყურებოდა. მას შავი ფერის მოკლე კომბინეზონი ეცვა, რომელსაც დამატებული ჰქონდა აქსესუარი. აღნიშნულმა "ლუქმა" მომღერალს თავდაჯერებულობა შესძინა და ნუცამ ჟიურის გაოცება შეძლო.
სიმღერის ბოლოს ჟიურის წევრებმა მომღერლის მისამართით დადებითი შეფასებები არ დაიშურეს, რამაც ქართველ მომღერალზე ემოციურად იმოქმედა და ნუცამ ცრემლები ვერ შეიკავა. ეს ნუცა ბუზალაძის კიდევ ერთი წარმატებაა, თუმცა სიმღერის კონკურსი ამით არ სრულდება, მას ყველაფერი წინ აქვს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>