რუსკა ქარქაშაძე, რომელსაც 18 წელი სულ ცოტა ხნის წინ, 7 აპრილს შეუსრულდა, ბევრისთვის უკვე საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. რუსკა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა „ინსტაგრამზე“ და 150 000-ზე მეტ გამომწერს ყოველდღიურად უზიარებს დეტალებს საკუთარი ცხოვრებიდან.
ამჯერად ახალგაზრდა ტელეწამყვანი გამომწერებს ახალი იმიჯის ფოტოებს სთავაზობს. როგორც ჩანს, რუსკამ თმა შეიღება. „მზე გოგო“, „უალამზესი რუსკა“ - უწერენ მას კომენტარებში.
რუსკა ქარქაშაძის ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. ყურადღების ცენტრში ექცევა მისი გარეგნობა, სტილი, ჩაცმულობა. ინფლუენსერი გამომწერებისგან კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებაც ხშირად იღებს.
როგორც ცნობილია, რუსკა ქარქაშაძე მსახიობის პროფესიას ბავშვობიდან ეუფლებოდა. მას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში არაერთი როლი აქვს შესრულებული, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი ტელესერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან“ გახდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.