მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დაქორწინდა.
ამჯერად გიორგი გასვიანი გამომწერებს მიმართავს და ახალი იმიჯის შეფასებას სთხოვს: „ნიკა პლიევმა დამსვა თავის სკამზე და სრულიად შემიცვალა იმიჯი. შემაფასეთ“ - წერს ტელეწამყვანი. როგორც ჩანს, გიორგიმ თმის ფერი და ვარცხნილობა შეიცვალა, რამაც მისი იმიჯი რადიკალურად შეცვალა.
გიორგი გასვიანის ახალმა იმიჯმა გამომწერების მხრიდან განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია. მეგობრები ტელეწამყვანს ახალ ვარცხნილობას უწონებენ და კომპლიმენტებსაც არ იშურებენ: „მართლა ძალიან გიხდება“, „მშვენივრად გამოიყურები“, „გიხდება, აქამდე სად იყავი“ - წერენ გიორგის გულშემატკივრები.
ახალი იმიჯით გიორგი გასვიანი ფოტოებს ბათუმიდან აქვეყნებს. როგორც ჩანს, ის მეუღლესთან და მეგობრებთან, ნოე სულაბერიძესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილსა და ანრი ჯოხაძესთან ერთად დასასვენებლად იმყოფება და დროს სასიამოვნოდ ატარებს.