მსახიობი ანი ბებია პატარა ჯერი ბეროშვილის ახალ ფოტოებს ავრცელებს. ჯერი ანისა და ილო ბეროშვილის სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბიჭუნა უკვე წამოიზარდა, სიარულს სწავლობს და მშობლების მთელ ყურადღებას იპყრობს.
ანი "ინსტაგრამზე" ჯერის ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად დებს. როგორც კადრებიდან ჩანს, ბიჭუნა ძალიან აქტიურია, სახლის ყველა კუთხეში დახოხავს და ჭამის დიდი მოყვარულია.
"ეს ბავშვი საოცარი სილამაზის ფორმულაა" - უწერენ ანის "ინსტაგრამზე".
მართლაც, ცისფერთვალება ბიჭუნა უსაყვარლესია და უფრო და უფრო ემსგავსება დედას.